ტრანსფერ ONLINE: ეშლი კოული არ მიდის, ადრიანო დაბრუნდა

AutoSharing Option
13:16 ეშლი კოული არ აპირებს ფეხბურთიდან წასვლას. ინგლისელმა შეათანხმა კონტრაქტი "ლოს ანჯელეს გელაქსისთან", - წერს BBC.

13:47 Bild-ი ამტკიცებს, რომ "დორტმუნდი" არ იყიდის ანდრეი იარმოლენკოს. მის ნაცვლად, დორტმუნდელები "მაინცის" ფორვარდის, იუნუს მალის შეძენას აპირებენ. თუ ეს ვარიანტი არ გამოვა, "ბორუსია" შეეცდება ჰატემ ბენ არფას ("ნიცა") ან სტეფან ელ-შაარავის ("მონაკო") გადაბირებას.

14:28 "რომა" მზად არის, 8 მილიონი ევრო გადაუხადოს "რეალს" მცველ ნაჩოში. ფეხბურთელი წინააღმდეგი არ არის ამ ვარიანტის განხილვაზე, რადგან ზიდანის "რეალში" დიდი სათამაშო დრო არ ელოდება.

14:40 "დნიპრომ" და "ბეშიქთაშმა" მოილაპარაკეს მეკარე დენის ბოიკოზე.
უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თურქები 3.3 მილიონ ევროს იხდიან ფეხბურთელში, რომელიც დღეს გაემგზავრება თურქეთში სამედიცინო შემოწმებისთვის.

14:55 ბენტეკე არ დატოვებს "ლივერპულს", - თქვა იურგენ კლოპმა: "ჩვენ ამ ბიჭის იმედი გვაქვს, ის ბევრ სარგებლობას მოგვიტანს".

15:11 "შესაძლოა, მომავალში მომეცეს MLS-ში თამაშის საშუალება", - ეს სიტყვები კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნის.

15:32 "ნორვიჩს" "უტრეხტიდან" ფრანგი ფორვარდის, სებასტიან ალერის ყიდვა სურს. თავდამსხმელს შესანიშნავი სეზონი აქვს: 17 მატჩში 11 გოლი და 4 პასი. ალერი 22 წლისაა. ინგლისელები მასში 6.6 მილიონ ფუნტს იხდიან.

15:47 "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს სასიხარულო სიახლე აქვთ: "მილანს" მარუან ფელაინის წაყვანა სურს, თუმცა ინგლისური კლუბი დიდ თანხას ითხოვს: 19 მილიონ ფუნტს, რაც იტალიელებს არ აწყობთ.

15:55 ხოსე ანხელ კრესპო "ასტონ ვილადან" "რაიო ვალეკანოში" გადავიდა. იჯარა ამ სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

16:16 იაია ტურეს აგენტმა ტელეარხ SportItalia-ს ეთერში განაცხადა, რომ მისი კლიენტი ნამდვილად დატოვებს "მანჩესტერ სიტის" ზაფხულში.

16:23 "ჩელსის" ფეხბურთელი პაპი ჯილობოჯი იჯარით ბრემენის "ვერდერში" გადადის.

16:30 მაურო სარატემ, შესაძლოა, "ვესტ ჰემი" დატოვოს და "ბოლონიაში" ან "ფიორენტინაში" გადავიდეს, - ასე წერს Sky. La Viola კი ადასტურებს, რომ ბიჭს იტალიაში დაბრუნება უნდა. ამ სეზონში სარატემ 15 მატჩში სამი გოლი გაიტანა. "ფიორენტინა" ფეხბურთელში 3 მილიონ ევროს იხდის.

16:39 "უოტფორდის" ფეხბურთელი ვალონ ბეჰრამი, შესაძლოა, სულ მალე "უდინეზეში" აღმოჩნდეს. კლუბებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები, - იტყობინება La Gazzetta dello Sport-ი. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

16:47 გრძელდება "ჩელსისა" და ესეკილ ლავეცის მოლაპარაკებები. Sky ამტკიცებს, რომ ფეხბურთელის აგენტი უკვე შეხვდა "არისტოკრატებს".

16:50 ვილფრიდ ბონიმ BBC Sport-ს განუცხადა, რომ "მანჩესტერ სიტიდან" არსად წასვლას არ აპირებს.

16:58 The Sun-ის ინფორმაცია: "მანჩესტერ იუნაიტედს" რომელუ ლუკაკუ სურს. "ევერტონი" თითქოს წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ითხოვს 65 მილიონ ფუნტს.

17:12 Daily Telegraph-ი იტყობინება, რომ დე ხეა ზაფხულშიც დარჩება "მანჩესტერ იუნაიტედში".

17:22 "ვესტ ჰემის" ბანაკიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ გუნდში "ლიდსიდან" გადადის სემ ბაირემი.

17:25 "მანჩესტერ სიტის" 21 წლის მცველი ჯორჯ ევანსი "რედინგში" გადადის. მანჩესტერელთა რიგებში მას არც ერთი მატჩი არ უთამაშია.

17:35 "ვესტ ჰემი" და "ფენერბაჰჩე" მოლაპარაკებებს აწარმოებენ. Sky-ის ცნობით, ინგლისელებს იჯარით ემანუელ ემენიკეს გადაყვანა სურთ.

17:40 იმავე Sky-ის ინფორმაციით, "უოტფორდი" ისევ არის დაინტერესებული "ფიორენტინადან" მარიო სუარესის აყვანით.

17:47 "ტოტენჰემი" "ბარსელონას" 12 მილიონ ევროს სთავაზობს სანდრო რამირესის სანაცვლოდ. 20 წლის ფეხბურთელმა წელს კატალონიელთა რიგებში 10 მატჩი (4 - ძირითადში) ჩაატარა.

18:01 Mirror-ის ინფორმაციით, ალეშანდრე პატუ "ჩელსისთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელი "კორინთიანსს" ეკუთვნის, ბოლო ორი სეზონი კი "სან პაულუში" ითამაშა (95 მატჩი, 38 გოლი).

18:05 "სუონსი" დაუბრუნდა ჯო ალენის ვარიანტს. ნახევარმცველის კონტრაქტი "ლივერპულთან" კიდევ წელიწადნახევარია ძალაში. ასე რომ, მერსისაიდელებმა ან უნდა გაყიდონ ფეხბურთელი, ან კონტრაქტი გაუფორმონ, თორემ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

18:24 სასიხარულო ამბები "არსენალის" გულშემატკივრებისთვის: თითქმის დასრულებულია მიონხენგლადბახის "ბორუსიისა" და "ლევერკუზენის" ნახევარმცველების - გრანიტ ჯაკასა და ლარს ბენდერის ტრანსფერები.

18:28 ადრე გავრცელდა ჭორები "ლივერპულიდან" სტარიჯის წასვლის შესახებ. ახლა კი The Telegraph-ი დაინტერესებულია ამ ფეხბურთელით.

19:01 ლუიშ ადრიანო "მილანში" დაბრუნდა ჩინურ კლუბებთან მოლაპარაკებების შემდეგ. ბრაზილიელმა შეთავაზებებზე უარი განაცხადა. "როსონერის" რიგებში ექსშახტარელმა 18 მატჩში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.

19:21 ლორან ბლანმა Sky-ს განუცხადა, რომ მზად არის, ახალი კონტრაქტი გააფორმოს პსჟ-სთან. "ჩემს აგენტს ჰქონდა შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობასთან და მალე კონტრაქტს ხელს მოვაწერთ", - თქვა ბლანმა.

19:27 "ბრენტფორდისა" და "უოტფორდის" ყოფილი ფეხბურთელი მარსელო ტროტა "სასუოლოს" შეუერთდა. ფოტოსესია და პრეზენტაცია დღეს არის დანიშნული.

19:55 ანდრეას პერეირა "მანჩესტერ იუნაიტედს" ემუქრება. თუ მას ხშირად თამაშის საშუალება არ მიეცემა, კლუბი მისი სახით მაღალი დონის ფეხბურთელს დაკარგავს. პერეირას სიტყვებს Sky ავრცელებს.

20:01 კიდევ ერთი სიახლე "არსენალის" შესახებ. "ბენფიკას" 19 წლის ფეხბურთელი გონსალო გედეში, შესაძლოა, მალე ლონდონში დაფუძნდეს.

20:33 "სანდერლენდმა" გაზარდა წინადადება ანდრე აიუს ხელში ჩასაგდებად. სამი დღის წინ "სუონსიმ" უარი თქვა 17 მილიონზე. ახალი შეთავაზება ასეთია: 8 მილიონი, პლუს ფაბიო ბორინი.

20:59 "აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა უარყო ჭორები ანვარ ელ-ღაზის "მილანში" გადასვლასთან დაკავშირებით. "ის არ იყიდება", - თქვა ოვერმარსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული