ტრანსფერ ONLINE: "არსენალმა" ახალი ბიჭი წარადგინა

AutoSharing Option
13:05 Bild-ის ინფორმაციით, მარიო გიოტცეთი "ბარსელონა" და "რეალი" დაინტერესდნენ. ადრე წერდნენ "იუვენტუსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან ინტერესზე. გარდა ამისა, გიოტცემ თავად უარყო ამ ზამთარს "ლივერპულში" ტრანსფერი.

13:15 L'Equipe წერს, რომ ჟოაო მოუტინიო "მონაკოში" დარჩება, რადგან არ სურს ევრო 2016 წლისთვის არაფრის შეცვლა და რისკზე წასვლა.

13:18 "პორტუს" აინტერესებს "რომას" შემტევი ჟერვინიო. Calciomercato იუწყება, რომ "დრაკონები" კოტდივუარელებისთვის ჩინელებს შეებრძოლებიან, რომლებიც ფორვარდში დიდ თანხას იხდიან. თავად ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა ურჩევნია.

13:35 "ატლეტიკოს" გრიზმანთან კონტრაქტის გაგრძელება სურს, - იტყობინება AS. უფრო ზუსტად, მადრიდელები გასაყიდი თანხის კორექციას აპირებენ
- 80-დან 100 მილიონ ევრომდე გაზრდიან. ამის სანაცვლოდ, ფრანგს ხელფასი მოემატება.

13:42 ვაგნერ ლავმა ოფიციალურად მიიღო "მონაკოს" მაისურა. ბრაზილიელი მე-9 ნომრით ითამაშებს. "კორინთიანსმა" ამ ტრანსფერით 1.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

13:53 CNN-ის ინფორმაციით, "ლივერპული" მოელაპარაკა კონტრაქტზე ჯოელ მატიპს. "შალკეს" მცველი "ენფილდზე" ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

14:01 როლანდო მანდრაგონი "იუვენტუსს" აინტერესებს, - წერს ჯანლუკა დი მარციო. "ჯენოას" 18 წლის ნახევარმცველში ტურინელები 7 მილიონ ევროს იხდიან. ამბობენ, რომ კონტრაქტი 5-წლიანი იქნება. მიმდინარე სეზონს მანდრაგონი "პესკარაში" იჯარით დაასრულებს.

14:09 ლუიშ ნეტუზე იტალიაში დიდი მოთხოვნაა. "ზენიტის" პორტუგალიელის სერია A-ში დაბრუნება უნდა "სამპდორიას", - ეს ინფორმაცია Sky Sport Italia-ს ეკუთვნის. ადრე იტყობინებოდნენ ნეტუს მიმართ "სპორტინგისა" და "ფიორენტინას" დაინტერესების შესახებ.

14:17 "სელტა" არ აპირებს ნოლიტოს იჯარით "ბარსელონაში" გაშვებას. გალისიური კლუბი 29 წლის ფორვარდს მხოლოდ 18 მილიონის სანაცვლოდ შეელევა. ასეთი თანხა წერია ფეხბურთელის კონტრაქტში.

14:23 სალვატორე სირიგუ არ აპირებს პსჟ-ის დატოვებას, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად. "ვთხოვე აგენტს, მხოლოდ სერიოზული და კონკრეტული შეთავაზებები გაეცნო ჩემთვის. ახლა ასეთი წინადადებები არ მაქვს. დავრჩები პსჟ-ის მოთამაშედ, სანამ არ გამაგდებენ", - თქვა იტალიელმა.

14:47 დანი ალვეშმა მაცდური წინადადება მიიღო ჩინეთიდან. Globo Esporte წერს, რომ ერთ-ერთი იქაური კლუბი 32 წლის ბრაზილიელს წელიწადში 10 მილიონს სთავაზობს. ტრანსფერისთვის "ბარსელონა" 10 მილიონს მიიღებს, ფეხბურთელთან კი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

14:58 Corriere dello Sport იტყობინება, რომ მარსელო ბროზოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედსაც" მოუვიდა თვალში. ინგლისელებმა უკვე გაუგზავნეს ოფიციალური წინადადება "ინტერს". ორი დღით ადრე 23 წლის ხორვატში 12 მილიონ ფუნტს იძლეოდა "არსენალი".

15:08 "არსენალმა" დაადასტურა ელ-ნენის ტრანსფერი. კონტრაქტის პირობები არ ხმაურდება, მაგრამ ადრე Daily Mail წერდა, რომ "მეთოფეები" ეგვიპტელში 10 მილიონ ევროს იხდიდნენ.

15:25 "აიაქსის" ვუნდერკინდი ანვარ ელ-ღაზი "მილანისა" და "ინტერის" ინტერესთა სფეროში მოექცა. Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიელები მზად არიან, ფორვარდში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.

15:33 "ფენერბაჰჩეს" უნდა "მილანის" ფორვარდი ლუიშ ადრიანო, - იტყობინება Fotospor. თუმცა თურქებს ჰყავთ სერიოზული კონკურენტი ერთ-ერთი ჩინური კლუბის სახით. აზიელები მზად არიან, "მილანს" 14 მილიონი ევრო გადაუხადონ, ფეხბურთელს კი წელიწადში 6 მილიონი დაუნიშნონ.

15:50 ალექსანდრ დრაგოვიჩი მეტად მოთხოვნადია ინგლისში. Sportmediaset-ის ინფორმაციით, კიევის "დინამოს" მცველის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს "მანჩესტერ იუნაიტედი". 24 წლის ავსტრიელისთვის ინგლისელებს 21 მილიონი ევრო არ ენანებათ. ადრე წერდნენ "ლესტერის" მხრიდან ინტერესის შესახებ - პრემიერლიგის ლიდერი 30 მილიონ ევროს გამოდიოდა.

16:14 "სუონსი" ახლოს არის ჯონათან დე გუზმანის დაბრუნებასთან, რომელიც უსაქმოდაა "ნაპოლიში".

16:42 "ფიორენტინას" ფორვარდი ანტე რებიჩი "ვერონაში" გააგრძელებს კარიერას, - წერს Sport Mediaset. 22 წლის ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და იჯარის ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი.

16:46 კარლოს ედუარდო "ჰოფენჰაიმში" დაბრუნდება. 28 წლის ბრაზილიელი არ გააგრძელებს კონტრაქტს "რუბინთან" და ზაფხულში გერმანიაში გაემგზავრება თავისუფალი აგენტის სტატუსით.

16:51 პაბლო საბალეტას აგენტმა მიანიშნა, რომ არგენტინელს ვარიანტები აქვს სერია A-ში.

17:01 ჯუზეპე როსი სეზონის დასრულების შემდეგ "ფიორენტინას" დატოვებს. ფორვარდი უკვე ეძებს ახალ კლუბს. ამჟამად, იტალიელი მოლაპარაკებებს აწარმოებს "ლევანტესთან", რომელიც მზად არის, თვალი დახუჭოს მუხლის ქრონიკულ ტრავმაზე.

17:05 "ლილმა" მოლაპარაკებები განაახლა "ნიუკასლის" ფორვარდის, იოან გურკუფის თაობაზე. L'Equipe წერს, რომ ინგლისელები მზად არიან გაუშვან ფრანგი, რომელიც ამ სეზონში, პრაქტიკულად, არ თამაშობს.

17:34 ჩინური "ჟიანსუ" აგრძელებს აქტიურობას სატრანსფერო ბაზარზე. ახლა ამ გუნდს 15 მილიონ ევროდ ფრედი გუარინი უნდა. თავად კოლუმბიელს აზიელები წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობენ.

18:03 BBC-ის ინფორმაციით, "სუონსი" შეუერთდა "ნორვიჩს" ნეისმიტისთვის ბრძოლაში. "ევერტონი" მზად არის, დათმოს შოტლანდიელი.

18:24 მამე დიუფი "ვოლფსბურგს" აინტერესებს, - იტყობინება "კიკერი". გერმანელები ეძებენ შემცვლელს ტრავმირებული ბას დოსტისთვის და ნიკლას ბენდტნერისთვის, რომელსაც ინგლისში დაბრუნება უნდა.

18:36 "ატალანტამ" ოფიციალურად დაადასტურა დიამანტის იჯარა. "ნახევარი წელი "უოტფორდში" ნამდვილი კოშმარი იყო. მონდომებით ვვარჯიშობდი, მაგრამ შანსი არ მაღირსეს. არ ვიცი ამის მიზეზი", - თქვა დიამანტიმ.

19:00 The Telegraph წერს, რომ "უოტფორდი" დაინტერესდა "ლივერპულის" ფორვარდით, ჯერომ სინკლერით. იუნიორმა, შესაძლოა, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს "ენფილდი", თუმცა შესაძლებელია ტრანსფერი უკვე ამ ზამთარს.

19:37 ESPN ადასტურებს ინფორმაციას, რომ ალეშანდრე პატუ, შესაძლოა, "ჩელსიში" გადავიდეს. ბრაზილიელის აგენტი უკვე ჩავიდა ლონდონში. ჩინური "ტიანძინი" პატუში 3.3 მილიონ ევროს იხდის, "ჩელსი" - 2.5 მილიონს.

19:50 მარსელო დიასმა, შესაძლოა, "ჰამბურგი" სელტაზე" გაცვალოს. გერმანულმა კლუბმა გამოაცხადა, რომ კლუბმა უკვე მიიღო ოფიციალური წინადადება.

20:10 fichajes-ის ინფორმაციით, კეილორ ნავასი აინტერესებს "მანჩესტერ სიტის". წყარო დარწმუნებულია, რომ კოსტარიკელი დატოვებს მადრიდს, როცა "რეალი" დე ხეას შეიძენს.

20:23 "ვერდერის" კაპიტანმა კლემენს ფრიტცმა გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ დაასრულებს კარიერას. 35 წლის გერმანელმა ბრემენელებში 10 სეზონი ითამაშა.

20:38 ფლორიან ტოვენი, რომელმაც ამ სეზონში მხოლოდ სამჯერ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, შესაძლოა, "ნიუკასლიდან" "მარსელში" დაბრუნდეს. ფრანგები მოლაპარაკებებს აწარმოებენ იჯარაზე.

20:47 დიდი ალბათობით, რაფაელ ვან დერ ვაარტი ამ ზამთარში "ბეტისის" დატოვებას მოისურვებს. "ჩემი კარიერა უდაბლეს წერტილამდე დავიდა. ფეხბურთის თამაში მინდა", - თქვა ჰოლანდიელმა, რომლის ანგარიშზე მხოლოდ შვიდი მატჩი მოდის.

20:54 "სანდერლენდმა" ინგლისში დააბრუნა დამიე ნ'დოიე. "შავმა კატებმა" ფორვარდი "ტრაბზონიდან" აიყვანეს იჯარით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ