სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ტრანსფერ ONLINE: ნოლიტო "ბარსელონაში"... დღის ყველა ტრანსფერი და ჭორი
AutoSharing Option
09:50 14-01-2016
14:22 The Times ამტკიცებს, რომ "ჩელსის" "ლესტერიდან" ჯეიმი ვარდის გადაბირება სურს.

14:27 მეორე ჭორი, რომელიც "ჩელსის" უკავშირდება: საიდო ბერაჰინომ, შესაძლოა, "ვესტ ბრომვიჩიდან" "არისტოკრატებში" ამოჰყოს თავი.

15:05 მესამე ჭორი "ჩელსიზე": გუს ჰიდინკის გუნდის მესამე პოტენციური ახალწვეული შეიძლება გახდეს მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი ჯექსონ მარტინესი.

15:09 აგორდა ჭორები "მილანის" ახალგაზრდა მეკარეზე, დონარუმაზე. ამბობენ, რომ ის, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდეს, თუ ინგლისურ კლუბს დავიდ დე ხეა დატოვებს.

15:36 "ჩელსის" კიდევ ერთი პოტენციური ფორვარდი. ემანუელ ადებაიორმა შეიძლება შეავსოს ლონდონელთა რიგები, - წერს Football Italia.

15:50 კარლ-ჰაინც რუმენიგე ამბობს, რომ გონსალო იგუაინი სწორედ ის ფორვარდია, რომელიც "ბაიერნს" ერგება და წუხს, რომ დე ლაურენტისი მისი მეგობარია, ამიტომაც სწორი საქციელი არ იქნება არგენტინელის გადაბირება.

15:58 The Evening Standard იტყობინება, რომ ნიკიცა იელავიჩი "ვესტ ჰემიდან", შესაძლოა, ჩინეთში წავიდეს სათამაშოდ. "გუანგჯოუ ევერგრანდი" სიამოვნებით მიიღებს მას.

16:10 მარკო ვერატიმ Le Parisien-ს განუცხადა, რომ არ აპირებს "პარი სენ-ჟერმენის" დატოვებას.

16:15 ჟერომ ვალკე აღარ მუშაობს ფიფაში. ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

16:28 "ბარსელონა" არა მხოლოდ დაინტერესებულია ლეროი სანეთი, არამედ კონკრეტული წინადადება აქვს "შალკესთვის" - 37 მილიონი ევრო.

16:42 "ბენფიკამ" ბელგრადის "პარტიზანიდან" გადაიბირა ივან საპონჟიჩი. ის 18 წლისაა და ამ სეზონის 25 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა. კონტრაქტი ხუთწლიანია.

16:56 გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანს ძალიან უნდა, რომ პოლ პოგბა "რეალში" გადავიდეს. მადრიდელები მზად არიან, დაიწყონ მოლაპარაკებები სასტარტო 100 მილიონი ევროთი.

17:13 ჯოელ მატიპი "ლივერპულში" - ეს ჯერ მხოლოდ ჭორია, რომელიც "დეილი მირორმა" გაავრცელა. არც ის არის ცნობილი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით "შალკე".

17:24 ვაგნერ ლავმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "მონაკოში". ყველაფერი წარმატებით დასრულდა და ვეტერანი ბრაზილიელი საფრანგეთში ითამაშებს.

17:41 ჩარლი ოსტინი თურქეთში შეიძლება გაემგზავროს, კერძოდ, "გალათასარაიში". ფეხბურთელს "ქუინზ პარკთან" კონტრაქტი წელს უმთავრდება. ასე რომ, ზაფხულში, შესაძლოა, თურქეთში უფასოდ აღმოჩნდეს.

17:49 Premium Sport ამბობს, რომ ინტერელი მარსელო ბროზოვიჩი, შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს. თანხა სოლიდურია - 12 მილიონი ფუნტი, მაგრამ მილანელთა ხელმძღვანელობა ნახევარმცველის დატოვებას აპირებს.

17:57 ახალი პრეტენდენტი გამოჩნდა ბრანისლავ ივანოვიჩზე. Daily Mail წერს, რომ "მანჩესტერ სიტის" სურს სერბის აყვანა.

18:08 SportMediaset-ის ინფორმაციით, დე ხეა იანვარში არ დატოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს".

18:31 Telegraph წერს, რომ ხოელ კემპბელს "არსენალის" დატოვება სურს. მას ეცოტავება "მეთოფეთა" რიგებში ჩატარებული 10 მატჩი.

18:38 "ტოტენჰემმა" 17 წლის შილოუ ტრეისი გაიფორმა. ის "ებსფლიტ იუნაიტედში" თამაშობდა, ახლა კი ლონდონელთა რიგებშია.

18:46 ნორბერტ ბალოგი "დებრეცენიდან" "პალერმოში" გადავიდა. უნგრულმა კლუბმა 5 მილიონი ევრო მიიღო. ბალოგი 19 წლისაა და ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს.

18:50 უგო ალმეიდამ კონტრაქტი გაწყვიტა "ანჟისთან" და შესაძლოა, "ჰანოვერში" გააგრძელოს კარიერა. ამ ინფორმაციას "ბილდი" ავრცელებს.

19:23 სასაცილო ინფორმაცია: "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები თანხის შეგროვებას ფიქრობენ "მილანისთვის", რათა იტალიურმა კლუბმა ფელაინი იყიდოს.

19:35 TV3-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" იჯარით აიყვანა "სელტადან" ნოლიტო. იჯარა სეზონის ბოლომდეა, კონტრაქტში კი არის ფეხბურთელის 18 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პუნქტი.

19:43 ჰუმელსი, გიუნდოგანი და მხითარიანი დატოვებენ "დორტმუნდს", ოღონდ არა ერთდროულად. ჰანს-იოახიმ ვატცკემ განაცხადა, რომ ასეთი ალბათობა მართლაც არსებობს. სამივეს კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აქვს.

19:49 კიდევ ერთხელ "ჩელსის" შესახებ: ლონდონელები დაინტერესებულნი არიან ესეკილ ლავეცით. მისი წასვლა ლოგიკური იქნება: ამ სეზონში არგენტინელმა
You must have Flash Player installed in order to see this player.
16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან 13-ში შეცვლაზე შევიდა მოედანზე (427 წუთი ლიგა 1-ში), სულ კი 2 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის წარმომადგენელმა ალესანდრო მოჯიმ SportMediaset-ს დაუდასტურა, რომ "ჩელსის" (და აგრეთვე "ინტერის") მხრიდან ინტერესი მართლაც არსებობს.

19:59 მიროსლავ კლოზემ უარი თქვა ჩინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეთავაზებებზე და გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ დაასრულებს კარიერას. კლოზე გერმანიის იუნიორთა ერთ-ერთი ნაკრების მწვრთნელი გახდება. ამ სეზონში მირომ "ლაციოს" რიგებში 9 მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

20:30 Sport Foot Magazine იტყობინება, რომ კევინ დე ბრუინი, შესაძლოა, გერმანიაში დაბრუნდეს, კონკრეტულად, "ბაიერნში".

20:37 Daily Mirror გვიყვება, რომ "ლივერპულმა" სიმონ მინოლეს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ბელგიელი, შესაძლოა, მერსისაიდელთა რიგებში 2020 წლამდე დარჩეს.

20:45 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინგლისიდან: როგორც ჩანს, სამირ ნასრი დარჩება "მანჩესტერ სიტიში" და გააგრძელებს კონტრაქტს. მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლამდეა ძალაში.

21:20 SportBild წერს, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი არსად წასვლას არ აპირებს. გაბონელმა შეგვახსენა, რომ 2020 წლამდე აქვს კონტრაქტი და მას ბოლომდე გამოიმუშავებს.

21:24 დიამანტიმ დაასრულა "უოტფორდთან" იჯარა და "ატალანტასთან" გააფორმა კონტრაქტი.

21:54 "ატლეტიკოს" ნახევარმცველი საულ ნიგესი, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდეს. ჯერჯერობით დეტალები არ გახმაურებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.