სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ტრანსფერ ONLINE: სტივენ კოლკერი "ლივერპულში" გადადის
AutoSharing Option
09:36 13-01-2016
13:28 The Times-ის მონაცემებით, ბრანისლავ ივანოვიჩი "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება.

13:34 გუს ჰიდინკის პოტენციური შემცვლელი მზად არის, "სტემფორდ ბრიჯზე" ალექსის სანჩესი გადაიყვანოს. გამოცემა Don Balon ამ ამბავს ასე გადმოგვცემს: ჩილეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი "არისტოკრატებს" მხოლოდ "არსენალიდან" სანჩესის გადაბირების შემთხვევაში ჩაიბარებს.

13:45 "სუონსი" მზად არის, ჯონჯო შელვი "ნიუკასლში" გაუშვას. ტრანსფერის ღირებულება - 12 მილიონი გირვანქაა. ამის შესახებ Sky Sports წერს.

13:58 თუ "ბილდს" დავუჯერებთ, "ვოლფსბურგის" ფორვარდ ნიკლას ბენდტნერს ინგლისში დაბრუნება სურს.

14:03 ბენდტნერისგან განსხვავებით, ბუნდესლიგის კიდევ ერთი ბინადარი ნევენ სუბოტიჩი არ ჩქარობს პრემიერლიგაში გადასვლას. "ლივერპული" ვერაფრით ახერხებს სერბის გადაბირებას: "დორტმუნდში" გამოაცხადეს, რომ სუბოტიჩი არ იყიდება.

14:32 "ნიუკასლი" შემადგენლობას "ბორდოს" ნახევარმცველით, ანრი სევეთი შეავსებს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ინგლისელებმა 25 წლის სენეგალელში 5 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.

14:47 "ნაპოლის" შემადგენლობა დატოვა ენრიკემ. ის სამშობლოში დაბრუნდა და "ფლუმინენსეში" ითამაშებს.

14:55 "იუვენტუსმა" და პატრის ევრამ მოლაპარაკებები დაიწყეს ახალ კონტრაქტზე. Tuttosport-ის ინფორმაციით, 34 წლის ფრანგს მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ.

14:59 ჩირო იმობილეს აგენტის განცხადებით, იტალიელი ფორვარდი მხოლოდ სერია A-ში გადასვლისთვის დატოვებს "სევილიას". პარალელურად, Sky Sport Italia-მ დაწერა, რომ იმობილეთი "ტორინოა" დაინტერესებული. ტურინელები ჯერ ფეხბურთელის იჯარით აყვანას, შემდეგ კი მის 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვას აპირებენ.

15:39 "ტოტენჰემის" ფანების გასახარად, დელე ალი გუნდში 2021 წლამდე დარჩება.

16:12 "შალკეს" ფორვარდმა ლეროი სანემ მეგობრებს განუცხადა, რომ ზაფხულში დატოვებს გელზენკირხენს, კარიერის გაგრძელება კი "ბარსელონაში" სურს.

16:20 იურგენ კლოპმა უარყო ინფორმაცია ალეშანდრე პატუს მიმართ ინტერესის შესახებ: "ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ფეხბურთელი. ამოიგდეთ ეს ჭორი თავიდან. ეს ჩემი კეთილი რჩევაა".

16:29 "დორტმუნდში" მორიგი ბრაზილიელი ვუნდერკინდის გადაბირება სურთ. ლაპარაკია "კორინთიანსის" 18 წლის ფორვარდ მალკომზე. ბრაზილიელებმა ფეხბურთელი 13 მილიონ ევროდ შეაფასეს. სხვათა შორის, მალკომი "ბორუსიის" რიგებში ვარჯიშობს, - წერს "ბილდი".

16:57 როგორც აღმოჩნდა, "კორინთიანსმა" წინადადება მიიღო მეკარე კასიოს თაობაზე, კერძოდ, "ბეშიქთაშისგან". თურქები ბრაზილიური კლუბის ძირითადი მეკარისთვის 3 მილიონ ევროს იძლევიან.

17:08 სტივენ კოლკერი სეზონის ბოლომდე იჯარით "ლივერპულში" ითამაშებს.

17:29 ორი ინფორმაცია "ფიორენტინას" შესახებ. "ჯენოაში" მოთამაშე ტინო კოსტას აგენტმა განაცხადა, რომ მალე მოლაპარაკებებს გამართავს მისი კლიენტის "ფიორენტინაში" გადასვლის თაობაზე.

17:33 მეორე ამბავი: ფლორენციელებს უნდათ "ბარსადან" კრისტიან ტელიოს გადაბირება. როგორც Corriere dello Sport იტყობინება, "ფიორენტინა" 24 წლის ესპანელის იჯარაზე ფიქრობს. ტელიო, ამჟამად, "პორტუში" თამაშობს და მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 10 მილიონი ევროა მითითებული.

17:41 ამასობაში, "ლაციომ" "ლიონისა" და კამერუნის ნაკრების მცველის, ანრი ბედიმოს გადაბირება მოინდომა და ოფიციალური თხოვნაც გაამზადა. ფეხბურთელით "ტრაბზონიც" არის დაინტერესებული.

17:56 სერჯო ფლოკარი "სასუოლოდან" "ბოლონიაში" გადავიდა. ეს წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

18:10 Get French Football-ის ინფორმაციით, "ფულჰემის" მუსა დემბელესთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული "მანჩესტერ სიტის", "რომასა" და "მონაკოს" შორის. ასევე დაინტერესებულ კლუბებს შორის ასახელებენ: პსჟ-ს, "ტოტენჰემს", "ნაპოლისა" და "იუვენტუსს".

18:32 იუნიორთა მსოფლის თასზე გამარჯვებული ნიგერიის ნაკრების ორი წარმომადგენელი - კელეჩი ნვაკალი და სამუელ ჩუკვუეზე "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს" აინტერესებთ. ეს ფეხბურთელები ნიგერიის ლიგაში თამაშობენ.

18:49 "ემპოლის" ნახევარმცველი რონალდუ "ლაციოში" გადავიდა.

18:57 კიდევ ერთი ინფორმაცია სერია A-დან: იქ გადავა "უოტფორდის" ნახევარმცველი ალესანდრო დიამანტი. კერძოდ, ის "ატალანტაში" გააგრძელებს
You must have Flash Player installed in order to see this player.
კარიერას, - წერს Sky Italia.

19:05 სტეფანო სტურაროს აგენტის თქმით, "იუვენტუსის" ნახევარმცველი პრემიერლიგის გუნდების მესამედს სურს. ნახსენები იყო "ჩელსი"...

19:16 კიდევ ორი ინფორმაცია "ფიორენტინას" შესახებ. კლუბის ახალწვეული შეიძლება გახდეს "ბენფიკას" ცენტრალური მცველი ლისანდრო ლოპესი. ფლორენციელები ფეხბურთელში 4.5 მილიონ ევროს იხდიან.

19:20 ამასთან, "ფიორენტინა" ანდრეა რანოკიასთვის რბოლაში ჩაება. ეს ფეხბურთელი "ლივერპულსაც" აინტერესებს. ამასთან, მილანურ კლუბს ურჩევნია რანოკია საზღვარგარეთ გაუშვას, ვიდრე სერია A-ში თავისი კონკურენტის რიგებში.

19:52 ჩინეთში მიემგზავრება სათამაშოდ "ნიუკასლის" ნახევარმცველი შეიხ ტიოტე. მას "შანხაი შენჰუა" ელოდება, რომელმაც ფეხბურთელში 8 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

20:29 ვრცელდება ხმები "ინტერში" ნემანია ვიდიჩის მომავლის შესახებ. როგორც ჩანს, სერბი კლუბთან ორმხრივი შეთანხმებით გაწყვეტს კონტრაქტს.

20:38 "ჩელსის" 20 წლის ნახევარმცველი კენედი არ აპირებს კლუბის შეცვლას. ამის შესახებ "არისტოკრატების" დამრიგებელმა გუს ჰიდინკმა განაცხადა "დეილი მირორთან" კომენტარში.

20:47 საინტერესო დეტალი დენის სუარესის შესახებ. "ვილიარეალის" შემტევის ტრანსფერი "ბარსელონაში" მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ დენის ჩერიშევს "რეალიდან" "ვილიარეალში" გაუშვებენ. AS წერს, რომ ლუის ენრიკემ პირადად დაურეკა სუარესს და განიხილა კატალონიელთა შემადგენლობაში მისი პერსპექტივები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები: ტრანსფერი
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.