2015 წლის საუკეთესო გოლის ავტორი ბრაზილიელი უენდელ ლირა გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 იანვარს ციურიხში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელეს. მთავარი პრიზი - "ოქროს ბურთი" აგერ, უკვე მეხუთედ არგენტინელმა ლიონელ მესიმ დაიმსახურა.

წლის საუკეთესო გოლზეც ლეო მესის გოლი აცხადებდა პრეტენზიას ("ბაიერნის" კარში), მაგრამ იმარჯვა ბრაზილიელი ფორვარდის, უენდელ ლირას გოლმა. მან ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი მიიღო 2015 წლის საუკეთესო გოლისთვის.

27 წლის ლირამ გოლი "გოიანეიზიას" შემადგენლობაში გაიტანა. ახლა ეს ფეხბურთელი უკვე "ვილა ნოვაში" ასპრეზობს.

ფინალისტი იყო ასევე "რომას" ნახევარმცველ ალესანდრო ფლორენცის გოლი
"ბარსელონას" კარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული