ტრანსფერ ONLINE: "ევერტონი" შვეიცარიიდან გაძლიერდა

AutoSharing Option
13:05 Mirror წერს, რომ დიდიე დროგბას ჯერ არ გამოუცხადებია პენსიაში გასვლა, მაგრამ ხმები ამის შესახებ მაინც ვრცელდება. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი, შესაძლოა, შევიდეს გუს ჰიდინკის სამწვრთნელო შტაბში.

13:15 Daily Mail-ის ცნობით, "ჩელსი" მზად არის, გამოეთხოვოს ედენ აზარს 120 მილიონ ევროდ. პრეტენდენტებად სახელდებიან პსჟ და "რეალი", მაგრამ მადრიდელები უფრო ახლოს არიან ბელგიელთან. ასევე წერენ, რომ "რეალმა", შესაძლოა, ბეილი გაცვალოს აზარში.

13:22 The Telegraph გვატყობინებს "სტოკის" ფორვარდის, მარკო არნაუტოვიჩის მოთხოვნებზე. ავსტრიის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელს სურს - კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს. სხვა შემთხვევაში, კონტრაქტს არ
გაახანგრძლივებს. დღეს "სტოკის" ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია სერდან შაქირი, რომელიც კვირაში 100 ათას ევროს იღებს.

13:42 The Telegraph ასევე ვარაუდობს, რომ კრიშტიანო რონალდო მადრიდში არ დაასრულებს კარიერას. ფლორენტინო პერესს მისი გაყიდვა სურს ასაკის გამო - ერთი თვის შემდეგ პორტუგალიელი 31 წლის გახდება და მისი ფასი ქვემოთ ჩამოდის: ორი თვის წინათ Transfermakt.de პორტუგალიელში 120 მილიონ ევროს იძლეოდა, იანვარში კი ეს ფასი 77 მილიონამდე ჩამოვიდა.

13:54 Express იტყობინება, რომ კლოპი "დორტმუნდს" დაუკავშირდა სუბოტიჩის იჯარასთან დაკავშირებით. სერბი სეზონს სათადარიგოთა სკამზე ატარებს, "ლივერპულს" კი ტრავმების გამო დაცვის ხაზი შესუსტებული აქვს. გარდა ამისა, "წითლებმა" იჯარიდან დაიბრუნეს ტიაგუ ილორი.

13:56 სხვათა შორის, "ლივერპულმა" ასევე დაიბრუნა იჯარიდან შეი ოჯო, რომელიც "ვულვზში" იყო გაშვებული.

14:01 Manchester Evening News მიანიშნებს "მანჩესტერ სიტის" პირველ ტრანსფერზე. ეს არის ენტონი კასერესი - 23 წლის ნახევარმცველი ავსტრალიური "სენტრალ კოუსტ მერინერსისგან".

14:13 კუმა ბაბაქარი, შესაძლოა, "კრისტალ პალასში" გაემგზავროს, - წერს Tuttomercatoweb.com. 22 წლის ფორვარდმა "ფიორენტინაში" რვა მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ფლორენციელებს 14 მილიონი ევრო სურთ.

14:23 "ფიორენტინა" ისევ ცდილობს "ბენფიკას" მცველის, ლისანდრო ლოპესის გადაბირებას. 26 წლის არგენტინელი 7 მილიონ ევროდ შეაფასეს.

14:34 The Times წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უარყო ოთხი წინადადება პედი მაკნეირის იჯარაზე: "ფულჰემი", "ბლექბერნი", "ბარნლი" და "ვულვერჰემპტონი" უსაქმოდ დარჩნენ.

13:38 ფელაინის იჯარა არა მხოლოდ "მილანს", არამედ "იუვენტუსსა" და "რომასაც" სურთ.

14:40 Football Italia გვატყობინებს, რომ "ლივერპული" უბრუნდება ანდრეა რანოკიას შეძენის იდეას. ისევ ახსენებენ მერსისაიდელთა დაცვაში ტრავმების ეპიდემიას.

14:52 Sun Sport-ის ინფორმაციით, იგალომ მეგობრებს უთხრა, რომ "უოტფორდს" მხოლოდ თავისი ბავშვობის ოცნების გუნდისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დატოვებს.

15:02 ბომბი Sun Sport-სგან: პეპ გვარდიოლას სურს, თავის მომდევნო გუნდში ერთად იხილოს მესი, პიკე, ალაბა და პოგბა!

15:52 Hurriyet-მა გაარკვია მირჩა ლუჩესკუს ახალი სამუშაო ადგილი. რუმინელი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს "ტრაბზონთან" და წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

15:57 ხავიერ ერნანდესმა განაცხადა, რომ არსად წასვლა არ სურს: "ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან მაწვალებდნენ, როცა ცოტას მათამაშებდნენ და სათადარიგოთა სკამზე მსვამდნენ. ახლა ბევრი სათამაშო დრო მაქვს და ეს ის არის, რაც მჭირდება", - თქვა მექსიკელმა, რომელიც ზედიზედ ორჯერ დასახელდა ბუნდესლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ.

16:07 ადნან იანუზაი გერმანიიდან ინგლისში დაბრუნდა. ბელგიელმა "დორტმუნდში" გატარებულ ნახევარ წელიწადში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და ახლა ისევ "მანჩესტერ იუნაიტედშია".

16:13 "ევერტონმა" კონტრაქტი გააფორმა "გრასჰოპერსის" ფორვარდთან შანი ტარაშაისთან. 20 წლის ფეხბურთელი 2.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

16:20 "სტანდარდის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა შეიძინა ედმილსონ ჟუნიორი "სენტ ტრუიდენიდან". 21 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაჯდა.

16:31 არნაუტოვიჩით "პარი სენ-ჟერმენი" დაინტერესდა.

17:03 "ლიონმა" მიიღო "ნიუკასლის" წინადადება ალექსანდრ ლაკაზეტთან დაკავშირებით, მაგრამ ფეხბურთელმა არ მოისურვა ინგლისში გადასვლა. "ნიუკასლი" ფორვარდში 22 მილიონს იხდიდა.

17:34 "არსენალმა" მოლაპარაკებები დაიწყო პიერ-ემერიკ ობამეიანგთან დაკავშირებით. პირველი წინადადება - 60 მილიონი ევროა. "დორტმუნდის" ფორვარდი, რომელმაც ამ სეზონში 27 გოლი გაიტანა, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" აინტერესებთ. მოლაპარაკებების დაწყებაზე ჟურნალისტმა კიკე მარინმა გვამცნო. სწორედ მან გამოაცხადა პირველმა "არსენალში" ალექსის სანჩესის გადასვლის შესახებ.

18:00 დაზუსტება ტარაშაისთან დაკავშირებით. "ევერტონმა" ის "გრასჰოპერსში" დააბრუნა იჯარის წესით. შვეიცარიის ჩემპიონატში ფორვარდმა 18 მატჩში რვა გოლი გაიტანა, აგრეთვე, ოთხი გოლი ოთხ მატჩში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში.

18:19 "მანჩესტერ იუნაიტედმა" იჯარით "ბარნსლიში" გაუშვა ეშლი ფლეტჩერი, - წერს კლუბის ოფიციალური "ტვიტერი".

18:23 "ლილი" ორი მოთამაშით გაძლიერდა: მორგან ამალფიტანო და რონი ლოპესი ფრანგულ გუნდში გადავიდნენ. 30 წლის ფრანგმა "ვესტ ჰემთან" გაწყვიტა კონტრაქტი და "ლილთან" 2018 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. 20 წლის პორტუგალიელი კი "მონაკოდან" გადავიდა იჯარით.

18:50 "მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ ცდილობდა სადიო მანეს ყიდვას, მაგრამ მორიგი უარი მიიღო "საუთჰემპტონისგან". "წმინდანებმა" 40-მილიონიანი წინადადება უარყვეს. მანე "ჩელსისა" და "ბაიერნსაც" სურთ, მაგრამ "საუთჰემპტონი" ზაფხულამდე აპირებს ფეხბურთელის შენარჩუნებას.

19:02 "მონაკო" დაინტერესდა "კორინთიანსიდან" ვაგნერ ლავის შეძენით. 31 წლის ფორვარდი ბრაზილიურმა კლუბმა მილიონ ევროდ შეაფასა. გასულ სეზონში ლავმა 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

19:12 Football Italia წერს, რომ კეისუკე ჰონდა ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლისკენ იხრება არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო. იაპონელის შეძენა "ვალენსიას" სურს. ესპანური კლუბი უკვე დაუკავშირდა გალიანის და 5 მილიონი ევრო შესთავაზა.

19:14 Daily Mail-ის ინფორმაციით, "რომამ" სერიოზული კონკურენტი მიიღო ელ-შაარავის იჯარისთვის ბრძოლაში. ეს არის "ბორნმუთი".

20:16 "ბაიერნის" სათადარიგო ფორვარდი სინან კურტი "ჰერტაში" გადავიდა, - იტყობინება Bild. 19 წლის ფორვარდმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. წელიწადნახევრის წინ კურტი "ბაიერნში" მიონხენგლადბახის "ბორუსიადან" გადაბარგდა.

20:30 მატიას ფერნანდესმა და მარკოს ალონსომ კონტრაქტები გაახანგრძლივეს "ფიორენტინასთან". ფერნანდესმა 2018 წლამდე, ალონსომ - 2021-მდე.

20:42 Daily Star ამტკიცებს, რომ "ლესტერი" და "ლივერპული" იბრძვიან "სტანდარდის" მეკარისთვის, გიიომ ჰუბერტისთვის.

21:00 ალესანდრო შოპფი "ნიურნბერგიდან" "შალკეში" გადავიდა, - გვატყობინებს გელზენკირხენული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ტრანსფერის თანხამ კი 5 მილიონი ევრო შეადგინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული