ტრანსფერ ONLINE: ალექს ტეიშეირას "ჩელსიში" ველით

AutoSharing Option
13:01 გაზეთ Evening Standard-ის მონაცემებით, "ჩელსი" ლიდერობს მოსკოვის "ლოკომოტივის" ფორვარდის, უმარ ნიასეს ხელში ჩასაგდებად. ამ ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

13:05 Metro წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, გაააქტიუროს ნეიმარის კონტრაქტის 189 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პუნქტი. "ბარსელონასთან" ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მაშინვე წამოვიდა ჭორები ბრაზილიელზე.

13:13 Sky Sports-ი ჰყვება, რომ რონალდინიო ინგლისიდან მიიღებს წინადადებას. ამის შესახებ აცხადებს მისი ძმა და აგენტი რობერტო. მანვე ისიც თქვა, რომ რონალდინიო აშშ-ში ან აზიაში
გადავა: "მას არ ჰქონია სერიოზული ტრავმები, მისი სხეული იდეალურ მდგომარეობაშია. მას კიდევ აქვს სამი-ოთხი წელი".

13:22 "ტოტენჰემმა" ესეკილ ლავეცის დაუმიზნა, - იტყობინება Sky Sports-ი. პსჟ-ის არგენტინელის კონტრაქტი ზაფხულში იწურება, ახალი ხელშეკრულების გაფორმება კი ჯერჯერობით არ განიხილება. ასევე, ლავეციზე პრეტენზიას აცხადებს "არსენალი", მაგრამ ფრანგული გამოცემა Telefoot-ის აზრით, პოჩეტინო ახლოს არის ტრანსფერთან.

13:42 "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაება პსჟ-ის მცველ მარკინიოსისთვის ბრძოლაში, - იტყობინება NBC. თავად ბრაზილიელმა არ გამორიცხა პარიზული კლუბიდან წასვლა: "ძირითადში თამაში მინდა. პატივს ვცემ მწვრთნელების არჩევანს და ვაგრძელებ მუშაობას, მაგრამ ასაკი მემატება და ვერ ვურიგდები სათადარიგოს როლს", - განაცხადა მარკინიოსმა.

13:48 Football Italia წერს, რომ "ინტერი" ამ კვირას გეგმავს ხელშეკრულებების გაგრძელებას პალასიოსთან, ნაგამოტოსა და ჰანდანოვიჩთან. სამივეს უმთავრდება კონტრაქტები. ჰანდანოვიჩს სთავაზობენ ხელშეკრულებას 2019 წლამდე, პალასიოსა და ნაგამოტოს - 2017 წლამდე.

13:54 Bild-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" დიდ ფულს ამზადებს "შალკეს" 19 წლის ნახევარმცველის, ლეროი სანეს შესაძენად. ინგლისელებმა ფეხბურთელი 55 მილიონ ევროდ შეაფასეს. თუ ეს ჭორი სიმართლეა, სანე გახდება ყველაზე ძვირად ღირებული გერმანელი ისტორიაში. ეს რეკორდი იოზილს ეკუთვნის, რომელიც "არსენალს" 50 მილიონი დაუჯდა.

14:06 კოლო ტურეს კონტრაქტი "ლივერპულთან" ზაფხულის ბოლოს იწურება, რის შემდეგაც კოტდივუარელს ახალი სამუშაოს ძებნა მოუწევს. ეს შეიძლება იყოს "ლაციო", რომელიც წინააღმდეგი არ არის, ტურე თავის რიგებში მიიწვიოს.

14:14 La Repubblica წერს, რომ "ინტერი" მზად არის, "არსენალში" გაყიდოს ბროჟოვიჩი - თუ ლონდონელები 24 მილიონ ევროს გამოვლენ. აქ არეული სიტუაციაა: ბროჟოვიჩი "სან სიროზე" ზაგრების "დინამოდან" არის იჯარით, მაგრამ იანვარში "ინტერის" სრულფასოვანი წევრი გახდება 10 მილიონ ევროდ.

14:19 რიკარდო ალვარესი "ინტერიდან" "სამპდორიაში" გადავიდა. 27 წლის არგენტინელთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

14:26 Sky Sports-ის წყაროს ცნობით, იან კირხოფი "ბაიერნიდან" "სანდერლენდში" გადავა. ელერდაისს ნახევარმცველი უკვე იანვარში სჭირდება.

14:38 ბრანისლავ ივანოვიჩი, შესაძლოა, "მილანში" გადავიდეს, - წერს Daily Mail-ი. "როსონერი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას. ზაფხულში სერბს კონტრაქტი ეწურება "ჩელსისთან" და ჯერ ვერ მოილაპარაკა "არისტოკრატებთან" ახალ ხელშეკრულებაზე.

15:21 "ბეშიქთაშს" სურს "მარსელის" მეკარე სტივ მანდანდა. სეზონის ბოლოს ფრანგს კონტრაქტი უმთავრდება და თურქები ფეხბურთელს სამწლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ, წელიწადში 1.5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

15:25 "ბაიერნის" ნახევარმცველი არიენ რობენი "ფენერბაჰჩეს" სურს, - წერს fanatik.com.tr. გამოცემას მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

15:37 Il Corriere della Sera წერს, რომ "მილანს" ფელაინის იჯარით აყვანა სურს. თან იტალიურ მხარეს უნდა, ბელგიელს ხელფასის ნაწილი "მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაუხადოს. ინგლისელები, ჯერჯერობით, უარს აცხადებენ.

15:40 "ჰანოვერმა" სეზონის ბოლომდე "ჰოფენჰაიმიდან" იჯარით აიყვანა ადამ შალაი. კლუბმა დაადასტურა ეს ინფორმაცია. უნგრელმა 28-ე სათამაშო ნომერი მიიღო.

16:10 Calciomercato წერს, რომ ფალკაო "ჩელსის" დატოვებასა და MLS-ში გაემგზავრებას აპირებს. ის უკვე შეხვდა კლუბის ხელმძღვანელობას და საკუთარ გეგმებზე ელაპარაკა. წყარო აზუსტებს, რომ კოლუმბიელზე MLS-ის სამი გუნდი აცხადებს პრეტენზიას.

16:22 ბოიან კრკიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნე გახდა, - იტყობინება Bleacher Report-ი. "სტოკი" უარს ამბობს ესპანელის 12 მილიონზე ნაკლებ ფასად გაშვებაზე.

16:29 Daily Express-ის ინფორმაციით, ფელიპე ანდერსონი, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნატედში" გადავიდეს კვირაში 136 ათასი ევროს ოდენობის ხელფასზე (წელიწადში 7.1 მილიონი). ახლა კლუბები ტრანსფერის ღირებულებას განიხილავენ: ინგლისელები 50 მილიონ ევროს სთავაზობენ, "ლაციოს" 60 მილიონი უნდა.

16:54 რუდი ფიოლერი ამბობს, რომ ხავიერ ერნანდესი არ იყიდება: "ის ამ სეზონში ჩვენი წარმატების ნაწილი იყო - ყველაფერი მისი სტილისა და მისი გოლების დამსახურებაა. იოლი სათქმელია "არა", როცა არავის გაყიდვა არ გჭირდება. ჩვენ შევინარჩუნებთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მიზნების მიღწევისთვის გვჭირდებიან", - თქვა ფიოლერმა.

17:25 "ეინდჰოვენმა" კონტრაქტი გააფორმა ლუის უმბერტო და სილვასთან, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა "სპორტინგ კრისტალიდან" წასვლის შემდეგ.

17:33 ბიბრას ნათჰო "იუვენტუსში" გადავიდა და 66-ე ნომერი აიღო.

17:45 Sky Sports-ი გვახსენებს, რომ "არსენალი" ახლოს არის "ბაზელის" ნახევარმცველის, ელ-ნენის შეძენასთან. 23 წლის ეგვიპტელი ნახევარმცველი 4 მილიონი ევრო ღირს.

18:12 "კრისტალ პალასს" სურს "სუონსიდან" ჯონჯო შელვის შეძენა. ფეხბურთელის ღირებულებაა 12 მილიონი ევრო.

18:40 "ბარსელონა" წინააღმდეგი არ არის, გაყიდოს მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. ყველაფერი თანხაზეა დამოკიდებული: "ბარსას" 28 მილიონი ევრო სურს, "ლივერპულს" კი მხოლოდ 12 მილიონის გადახდა შეუძლია.

18:53 "ჩელსი" უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს ალექს ტეიშეირას ტრანსფერის შესახებ, - წერს Fichajes-ი. ამბობენ, რომ "ჩელსი" არ ვაჭრობს და "შახტარის" ყველა პირობას ეთანხმება.

19:00 "მილანის" ნახევარმცველი სუსო "ჯენოაში" გადავიდა. სუსო ერთი წელია "ლივერპულიდან" "მილანში" გადავიდა, მაგრამ იქ მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.

19:40 Tuttosport-ი წერს, რომ "ნაპოლი" ჩაება კიევის "დინამოს" ნახევარმცველ იუნეს ბელანდასთვის ბრძოლაში. იტალიელებს მაროკოელის ზაფხულამდე იჯარით აყვანა სურთ, შემდეგ კი 4.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვა. ბელანდათი ასევე "ტორინო" და "შალკე" არიან დაინტერესებულნი.

19:44 "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა რამონ როდრიგეს მონჩიმ გამოაცხადა "დნიპროს" მეკარის, დენის ბოიკოს თაობაზე წარმატებული მოლაპარაკებების შესახებ. "წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები "დნიპროსთან". მალე შედეგებს გამოვაცხადებთ", - უთხრა მონჩიმ Spor 3-ს. "სევილიამ" მოუგო კონკურენცია "ბეშიქთაშსა" და კიევის "დინამოს".

20:00 "შტუტგარტის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, არტიომ კრავეცის შეძენაზე.

20:03 The Age წერს, რომ კევინ კურანი, შესაძლოა, ავსტრალიაში წავიდეს სათამაშოდ. "ჰოფენჰაიმის" ფორვარდით "სიდნეია" დაინტერესებული.

20:09 ფრანჩესკო ტოტიმ, შესაძლოა, სეზონის ბოლოს დაასრულოს კარიერა, - იტყობინება Sky Sports-ი. ფეხბურთელის მეუღლემ Oggi magazine-თან ინტერვიუში განაცხადა: "მომავალ წელს მას 40 წელი უსრულდება. დიადი კარიერა ჰქონდა და ახლა ფიქრობს იმაზე, რომ ახალი საქმე მონახოს. მას სპორტში დარჩენა სურს".

20:20 "ჰანოვერმა" შეიძინა "სერესო ოსაკას" ნახევარმცველი ჰოტარუ იამაგუტი. კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ტრანსფერის ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.

20:26 ფიფა-სგან სანქციების მოხსნის შემდეგ "ბარსელონამ" ყველა ასაკობრივ გუნდში 77 ფეხბურთელი წარადგინა, მათ შორის, პირველ გუნდში არდა თურანი.

20:39 "ბორნმუთი" იმედოვნებს "ვესტ ჰემთან" მატჩამდე ხუან იტურბეს განაცხადში შეყვანას. გუნდი ცდილობს სამუშაოს უფლება მოუპოვოს "რომადან" იჯარით აყვანილ ფორვარდს.

20:43 იარმოლენკო და ტეიშეირა, რომლებიც ორი ფეხით "ჩელსიში" არიან, პსჟ-საც აინტერესებს, - იტყობინება Mercato365. ფრანგები უკვე ტელეფონით შეეხმიანენ იარმოლენკოს.

20:50 "ლივერპული" დაინტერესებულია "შალკეს" მცველით, ჯოელ მატიპით. 24 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ იწურება და მერსისაიდელებს კამერუნელის უფასოდ აყვანა სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"