ნეიმარი ევროპაში მოასპარეზე საუკეთესო ბრაზილიელია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა ნეიმარმა ზედიზედ მეორედ მიიღო Samba Gold-ის პრიზი.

აღნიშნული ჯილდო 2008 წლიდან ევროპაში მოასპარეზე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს ეძლევა.

ხმის მიცემაში მონაწილეობა 100.000-ზე მეტმა ინტერნეტ-მომხმარებელმა, ჟურნალისტებმა და ასევე წარსულში ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

ნეიმარმა ხმების 38% მიიღო. მეორე ადგილზე მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი დუგლას კოშტა გავიდა, მესამეზე კი "ინტერის" ნახევარმცველი ფელიპე მელო.

ევროპაში მოასპარეზე საუკეთესო ბრაზილიელთა ათეულში ასევე ფილიპე კოუტინიო ("ლივერპული"), ვილიანი ("ჩელსი"), გაბრიელ პაუტისტა ("არსენალი"), მირანდა ("ინტერი"), ტიაგო სილვა (პსჟ) და ალექს ტეიშეირა ("შახტარი") მოხვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული