ესეკიელ ლავეცის აგენტი ორი კლუბის წარმომადგენელს შეხვდება

AutoSharing Option
ჟურნალისტ ალფრედო პედულას ინფორმაციით, პსჟ-ს არგენტინელმა ფორვარდმა ესეკიელ ლავეციმ შესაძლოა, გუნდი შეიცვალოს.

თავად ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნებით არის დაინტერესებული, სადაც ადრე "ნაპოლიში" თამაშობდა.

ფეხბურთელის აგენტი ამ კვირაში ტურინის "იუვენტუსისა" და მილანის "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდება. ლავეცის 2016 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი პარიზულ კლუბთან, მისი სავარაუდო ფასი 5 მილიონი ევროა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული