FIFA BALLON D'OR: რონალდო "ოქროს ბურთისთვის" ორ ბარსელონელთან იბრძოლებს

AutoSharing Option
გუშინ, 30 ნოემბერს, ფიფამ გამოაქვეყნა "ოქროს ბურთის" მაძიებელი სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომელთაგანაც ერთ-ერთი 11 იანვარს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდება და პრიზს მიიღებს.

სამეული ასე გამოიყურება: კრიშტიანო რონალდო ("რეალი", პორტუგალია), ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა) და ნეიმარი ("ბარსელონა", ბრაზილია).

ნაკრების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, აგრეთვე, ჟურნალისტებმა ხმა უკვე მისცეს თავიანთ რჩეულებს. ბუნებრივია, ფიფასა და "ფრანს ფუტბოლის" ერთობლივ საორგანიზაციო კომიტეტში უკვე იციან გამარჯვებულის ვინაობა, მაგრამ 11 იანვრამდე მხოლოდ ხმების რაოდენობით სამი ლიდერი დაასახელეს.

სულ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად 165
-მა ადამიანმა მისცა ხმა ამ გამოკითხვაში - ხმის მიცემის უფლების მქონე კაპიტნებისა და მწვრთნელების 79,7%-მა და ჟურნალისტების 88,6%-მა.

მაშ ასე, 23-კაციანი სია დავიდა სამ კაცამდე. "რეალის" სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს სურს, "ოქროს ბურთი" ზედიზედ მესამედ მოიგოს, მაგრამ "ბარსელონამ" გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო. ამიტომაც, ყველას შეფასებით (მათ შორის, რონალდოს), მესი ფავორიტია.

თვალში ეგრევე გვხვდება კიდევ ერთი ბარსელონელის, ლუის სუარესის არყოფნა.

2007 წლის შემდეგ, როდესაც კაკამ იმარჯვა, პრიზს მხოლოდ ორი გამარჯვებული ჰყავს, მესი და რონალდო. არგენტინელისა და პორტუგალიელის მონოპოლიის დარღვევა ბრაზილიელ ნეიმარს სურს.

სამეულის წლის სტატისტიკა
მესი რონალდო ნეიმარი
თამაში 56 52 59
გოლი 48 48 45
პასი 24 14 13

FIFA BALLON D'OR-ის ყველა გამარჯვებული
2010
1. მესი, 2. ინიესტა, 3. ჩავი

2011
1. მესი, 2. რონალდო, 3. ჩავი

2012
1. მესი, 2. რონალდო, 3. ინიესტა

2013
1. რონალდო, 2. მესი, 3. რიბერი

2014
1. რონალდო, 2. მესი, 3. ნოიერი

* * *
ასევე, დასახელდა წლის მწვრთნელობისთვის მებრძოლი სამეული: ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი), ლუის ენრიკე (ბარსელონა), ხორხე სამპაოლი (ჩილეს ნაკრები).

დასახელდა ქალ ფეხბურთელთა სამეულიც: კარლი ლოიდი (აშშ), აია მიამა (იაპონია), სელია შაშიჩი (გერმანია).

დასახელდა პუშკაშის სახელობის პრიზისთვის მებრძოლი სამეულიც. წლის საუკეთესო გოლობაზე იბრძოლებენ: ალესანდრო ფლორენცი ("რომა", გოლი "ბარსელონას" კარში), ვენდელ ლირა ("გოიანესია", გოლი "ატლეტიკოს" კარში), ლიონელ მესი ("ბარსელონა", გოლი "ბილბაოს" კარში).

11 იანვარს გალა-დაჯილდოება ციურიხში გაიმართება და ყველა გამარჯვებულის ვინაობა იმ საღამოზე გამოცხადდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასე გესმის სჰენ ფეხბყრტი
tengo
14:06 01-12-2015
0
კრიშტიანო სუპერვარსკვლავია და მესი&ნეიმარი ისე რა??? საღოლ ავტორს :)
გიორგი
12:17 01-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული