ლუის სუარესს მშობლიურ ქალაქში ძეგლს დაუდგამენ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელ ფორვარდს ლუის სუარესს, მშობლიურ ქალაქ სალტოში ძეგლს დაუდგამენ. პროექტს სრული მხარდაჭერა ურუგვაის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამოუცხადა.

გახსნის ცერემონია 18 დეკემბერს ჩატარდება.

ძეგლზე სუარესი ეროვნული ნაკრების მაისურში ბურთით იქნება ასახული. მოქანდაკე ალბერტო მორალეს თქმით, მას ურუგვაელის შეწუხება არ სურს, ამიტომ სამუშაოს დროს მის ფოტოებს დაეყრდნობა.

თავად ფეხბურთელი მადლობელია ამისთვის, მაგრამ გახსნის ცერემონიას არ დაესწრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული