El Mundo Deportivo: "ოქროს ბურთს" ლიონელ მესი მიიღებს, ნეიმარი მესამეზე გავა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ოქროს ბურთის" მფლობელი "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი (414 ქულა) გახდება, ხოლო მეორე ადგილს მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო (212.5) დაიკავებს. სამეულს კი "ბარსელონას" კიდევ ერთი ფორვარდი, ბრაზილიელი ნეიმარი (95) შეკრავს.

სამეულის შემდეგ მოდიან ლუის სუარესი (ბარსელონა - 34.5), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ - 21) და ანდრეს ინიესტა (ბარსელონა - 20).

გამომდინარე აქედან, ეს ლიონელ მესის მეხუთე "ოქროს ბურთი" იქნება კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად შედეგები 11 იანვარს, ციურიხში გაჟღერდება.

გამოკითხვაში მონაწილეობას მწვრთნელები, ნაკრებების კაპიტნები და ჟურნალისტები
იღებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერამდენედ ბარემ საუკუნოდ დაუკანონონ ეს ტიტული მესისს თუმცა სამართლიანობა მოითხოვს მიუხედავად ქალბიჭას პერიოდული გაბრწყინებებისა ოქროს ბურთს მესი იმსახურებს ყველაფრის გათვალისწინებით.
immola
14:20 27-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული