პროფესიონალური ფეხბურთი ფსიქიკისთვის მავნებელია?

AutoSharing Option
პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ (FIFPro) კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელთა მესამედზე მეტი დეპრესიითა და ფსიქიკური აშლილობებით იტანჯება.

გამოკითხვაში მონაწილეობა 607-მა პროფესიონალმა ფეხბურთელმა მიიღო. გამოკითხულთა 38%-მა აღიარა, რომ ახლა აწუხებს ან კარიერის გარკვეულ პერიოდში აწუხებდა დეპრესია თუ ფსიქიკური აშლილობა. ამასთან, ფეხბურთელთა 23%-ს ცუდად სძინავს, 9% ალკოჰოლს მოიხმარს, ხოლო 4% - ეწევა.

ასევე, აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელები, რომლებმაც სამი ან მეტი სერიოზული ტრავმა გადაიტანეს, უფრო ხშირად უჩივიან ფსიქიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული