"დონბას-არენის" ადმინისტრაციას სტადიონის დანაღმვის შესახებ აცნობეს

AutoSharing Option
დონეცკში "დონბას-არენაა" დანაღმული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს.

სტადიონის თანამშრომლების ევაკუაცია ტერიტორიიდან სასწრაფო წესით მოხდა.

დილის 6 საათზე ნაღმის შესახებ ზარი შევიდა რინატ ახმეტოვის ჰუმანიტარული შტაბის ლოჯისტიკურ ცენტრში, რომელიც "დონბას-არენაზე" მდებარეობს, - იტყობინება დონეცკის "შახტარის" ოფიციალური ვებგვერდი.

ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი და ვოლონტიორი ევაკუირებულია და მიმდინარეობს შემოწმება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ზარი არ არის დანაღმვის შესახებ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული