ვლადიმირ პუტინი რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტის გამკაცრებას ითხოვს

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის, ვიტალი მუტკოს თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტის გამკაცრებას ითხოვს. თურმე ამის შესახებ მუტკოს პუტინმა პირად საუბარში უთხრა.

"1-ელ სექტემბერს პრეზიდენტს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ფეხბურთში მცირე შეზღუდვები გვაქვს და საჭიროა მათი კიდევ უფრო გამკაცრება", - ამბობს მუტკო.

წინასწარი ვარიანტით, რუსეთის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონში ლეგიონერებზე ლიმიტი "10+15" სქემით უნდა ყოფილიყო, რომლის თანახმად, გუნდს განაცხადში, მაქსიმუმ, 10 ლეგიონერის შეყვანის უფლება ექნებოდა, ხოლო მოედანზე მათი რაოდენობა შეუზღუდავი იქნებო
და. თუმცა, ჩემპიონატის სტარტის წინ რუსეთის სპორტის სამინისტროსა და რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის გადაწყვეტილებით, ლიმიტი "6+5"-ით განისაზღვრა - მის თანახმად, მოედანზე გუნდს ერთდროულად 6-ზე მეტი ლეგიონერის გამოყვანის უფლება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რუსეთის პრემიერლიგაში 5 ქართველი ფეხბურთელია - ნუკრი რევიშვილი, მამუკა კობახიძე (მორდოვია), საბა კვირკველია (რუბინი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი), თედორე გრიგალაშვილი (ტერეკი). ბოლო ინფორმაციით, რუსეთში ქართულ ლეგიონს დღე-დღეზე შესაძლოა გიორგი ლორია შეემატოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული