ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 31 აგვისტო

AutoSharing Option
ფოტოზე: ადნან იანუზაი დორტმუნდის "ბორუსიის" მაისურით
ინგლის
13:11
ნიკიცა იელავიჩი ინგლისის პრემიერლიგაში ბრუნდება. ხორვატი სამედიცინო შემოწმებას გადის "ვესტ ჰემში".

17:39 ჯონათან დე გუზმანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "ბორნმუთში".

19:01 "სანდერლენდმა" ოფიციალურად გამოაცხადა ფაბიო ბორინისთან ოთხწლიანი კონტრაქტის შესახებ. იტალიელი ახალ კლუბში "ლივერპულიდან" გადავიდა.

19:06 RTL წერს, რომ უგო ლორისმა დატოვა საფრანგეთის ნაკრების ბანაკი და მანჩესტერში გაემგზავრა. "ტოტენჰემის" მეკარე შეცვლის დე ხეას, რომელიც თითქმის "რეალშია".

19:33 "ვესტ ჰემში" სამედიცინო შემოწმებას გადის ორი ფეხბურთელი: ვიქტორ მოზესი და მაიკლ ანტონიო "ნოტინგემიდან".

19:46 ალექს სონგმა მაინც გადაწყვიტა
"ვესტ ჰემში" გადასვლა. არ გამოვიდა "იუვენტუსისა" და "მილანის" ვარიანტები.

19:55 კიევის "დინამომ" 8 მილიონ ევროდ დაუთმო დიომერსი მბოკანი "ნორვიჩს".

20:05 "საუთჰემპტონმა" დაადასტურა "შრიუსბერიდან" მეკარე ჰარი ლუისის შეძენა. კონტრაქტი სამწლიანია.

20:22 "ნანტიდან" "ჩელსიში" 3.7 მილიონ ევროდ გადადის მცველი პაპი ჯილობოჯი. ლონდონელები 25 წლის ფეხბურთელთან 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

20:32 "ლივერპულმა" გაიფორმა ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ტაივო ავონი, რომელიც ფრანკფურტის "აინტრახტის" წევრი იყო.

20:41 ანტონი მარტიალმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "მანჩესტერ იუნაიტედში". ინგლისურმა კლუბმა "მონაკოს" 40 მილიონი ევრო გადაუხადა.

21:21 "ჩელსის" შემტევი ლუკას პიაზონი, რომელმაც ბოლო სეზონი იჯარით "აინტრახტში" გაატარა, ასევე იჯარით "რედინგში" ითამაშებს.

21:58 "ვესტ ბრომვიჩმა" ოფიციალურად წარადგინა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ანდერს ლინდეგორი. იჯარა 2017 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

23:26 "კრისტალ პალასის" ფეხბურთელმა გლენ მიურეიმ კარიერის გასაგრძელებლად "ბორნმუთი" აირჩია. გარიგების თანხა 5 მილიონი გირვანქაა.

იტალია
13:27 "რომამ" ამ ზაფხულს მეცხრე იჯარა გაიფორმა! იტალიაში გადავიდა მოსკოვის "დინამოს" ლეგიონერი ვილიამ ვანკერი. რომაელებმა ფრანგის იჯარაში 1 მილიონი ევრო გადაიხადეს.

13:42 "ინტერმა", როგორც იქნა, დაადასტურა ივან პერიშიჩის ტრანსფერი. ოფიციალურად თანხა არ სახელდება, მაგრამ La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერმა" "ვოლფსბურგს" 20 მილიონი ევრო გადაუხადა. 26 წლის ხორვატთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

15:16 მარიო ლემინა - "იუვენტუსის" მოთამაშეა. "მარსელის" ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ტურინულ კლუბში.

16:14 "ემპოლიმ" ოფიციალურად გამოაცხადა მარკო ლივაის იჯარა "რუბინიდან".

19:01 ალესანდრო ნესტა მწვრთნელი გახდა. ლეგენდარული იტალიელის პირველი კლუბია - "მაიამი".

20:10 კრისტიან ძაკარდო "მილანიდან" "კარპიში" გადავიდა. Sky-ის ინფორმაციით, კონტრაქტი ერთწლიანია.

21:09 ბლერიმ ჯემაილის არ მოეწონა თურქეთში და "გალათასარაიდან" "ჯენოაში" იჯარით გადავიდა.

21:13 გარდა ამისა, გენუაშია კრისტიან ანსალდი, რომელმაც "ზენიტი" დატოვა და უკვე "ჯენოას" წევრი გახდა.

21:38 "იუვენტუსმა" "ნაპოლის" ნახევარმცველ რუგანიში 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

21:51 კუბა ბლაშჩიკოვსკიმ ვერ გაუძლო "დორტმუნდში" კონკურენციას და "ფიორენტინაში" გააგრძელებს კარერას. გარიგების ფორმა - იჯარაა.

22:11 ერნანეში "ინტერიდან" "იუვენტუსში" 11 მილიონ ევროდ გადავიდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალ კლუბში ბრაზილიელი წელიწადში 2.7 მილიონ ევროს მიიღებს.

22:18 კრისტიან ძაკარდო გამოუსადეგარი აღმოჩნდა "მილანისთვის" და ის სერია A-ს დებიუტანტ "კარპიში" გადავიდა.

23:04 ალესანდრო მატრი ერთწლიანი იჯარით გადავიდა "მილანიდან" "ლაციოში".

23:21 მარკო ბორიელო "ჯენოას" ტოვებს და "კარპიში" ითამაშებს.

23:36 "სანდერლენდის" გარემარბი ემანუელე ძაკერინი სამშობლოში დაბრუნდა და "ბოლონიის" ღირსებას დაიცავს. ამ კლუბში ის იჯარით სეზონის ბოლომდე დარჩება.

22:55 ადემ ლიაიჩი ერთწლიანი იჯარით გადავიდა "ლაციოდან" "ინტერში".

01:08 "ინტერის" მორიგი შენაძენი გახდა ალექს ტელესი "გალათასარაიდან".

ესპანეთი
17:50 "ვერდერის" ნახევარმცველი იზეტ ჰაიროვიჩი "ეიბარში" გადავიდა.

21:16 რაულ გარსიამ ოფიციალურად გაცვალა მადრიდის "ატლეტიკო" "ბილბაოში". გარიგების დეტალები უცნობი დარჩა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ბასკებმა ნახევარმცველში 40 მილიონი (!) გადაიხადეს.

21:18 ასევე მადრიდულ კლუბში არ აღმოჩნდა ადგილი ადრიან ლოპესისთვის, რომელიც იჯარის წესით ერთი წელი "ვილიარეალში" ითამაშებს.

23:32 რამდენიმე ფეხბურთელის შეძენის შემდეგ "ინტერმა" განტვირთვა გადაწყვიტა და "სევილიაში" იჯარის წესით გაუშვა მცველი მარკო ანდრეოლი.

00:42 "მილანის" აღზრდილი ჰაშიმ მასთური ორწლიანი იჯარით გაემგზავრა "მალაგაში".

01:23 "მანჩესტერ სიტიმ" "ალმერიაში" გაანათხოვრა ხოსე ანხელ პოსო.

გერმანია
17:14 პიერ ჰოიბერგმა ისევ დატოვა "ბაიერნი". მორიგი გაჩერებაა - "შალკე". იჯარა სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.

17:17 "ტოტენჰემის" იუნიორი ისმაელ აზაუი "ვოლფსბურგში" გადავიდა. ლონდონელებმა ოფიციალურად დაადასტურეს გარიგება.

18:53 იულიან დრაქსლერი - "ვოლფსბურგის" მოთამაშეა. მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

19:42 ადნან იანუზაი იჯარით "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "დორტმუნდში" გადავიდა.

20:08 კიდევ ერთი ოფიციალური ინფორმაცია "ვოლფსბურგიდან". "მგლებმა" 3 მილიონ ევროდ გაყიდეს აარონ ჰანტი "ჰამბურგში". ექსვერდერელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

21:07 ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჩიჩარიტო ლევერკუზენის "ბაიერში" ითამაშებს. "ფარმაცევტებს" ეს ტრანსფერი 11 მილიონი ევრო დაუჯდათ.

21:09 თავის მხრივ, "ლევერკუზენმა" "შტუტგარტში" გაუშვა ავსტრალიელი ნახევარმცველი რობი კრუსი.

საფრანგეთი
18:41 როლანდო "პორტუსგან" თავისუფალია და "მარსელში" გაემგზავრა. მან არა მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა, არამედ კონტრაქტის გაფორმებაც მოასწრო ფრანგულ კლუბთან.

20:50 "გრემიოს" მცველი პაბლო "ბორდოში" გადავიდა. კონტრაქტი ოთხწლიანია, ტრანსფერის თანხა არ დასახელებულა.

21:26 ლორიკ კანა "ლაციოდან" "ნანტში" გადავიდა. ალბანელი საფრანგეთში ორი წელი ითამაშებს.

22:23 კოლუმბიელი ხუან კინტერო "პორტუდან" "რენში" წავიდა.

22:42 ექსმონაკოელი ლაივენ კურზავა ოფიციალურად გახდა "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი.

22:48 "ლიონში" ორი ახალი ფეხბურთელია: სერხი დარდერი და ლუკას ტუსარდი.

00:49 "მარსელი" ორი ფეხბურთელით გაძლიერდა: იტალიიდან პაოლო დე ჩელიე და მაურისიო ისლა აიყვანა.

სხვადასხვა
15:27 "ბარნლის" ფორვარდი იელე ფოსენი "ბრიუგეში" გადავიდა.

17:58 Bild-ის ინფორმაციით, კევინ გროსკროიტცი "დორტმუნდიდან" "გალათასარაიში" გადავიდა.

19:22 "სანტოსის" ნიჭიერი ახალგაზრდა გაბრიელ ბარბოზა "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელი გახდა. თურქულმა კლუბმა დაახლოებით 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

21:54 "იუვენტუსმა" ჯეიმს ტროიზი იჯარით გაუშვა შორეულ საემიროებში - "ალ იტიჰადში". გარიგება ორწლიანია.

22:15 რივალდოს ვაჟმა რივალდინიომ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ბოავიშტასთან".

22:35 "ოლიმპიაკოსმა" გაიფორმა "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელი ბრაუნ იდეიე.

23:13 "გალათასარაიმ" "მანჩესტერ სიტიდან" იჯარით აიყვანა ჯეისონ დენაიერი.

00:27 "პორტუ" მექსიკელი ხესუს კორონათი გაძლიერდა, რომელიც "ტვენტედან" შეიძინა.

შენიშვნა: ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 1-ელ სექტემბერს, 21:00-ზე იხურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული