მიშელ პლატინის იდეა: 40-გუნდიანი მუნდიალი და თეთრი ბარათები ფეხბურთში

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატია, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გუნდების რაოდენობის 32-იდან 40-მდე გაზრდა და თეთრი ბარათების შემოღება სურს.

ფრანგი ჩინოვნიკი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, მხარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც უჭერს, მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდის იდეას თავის საარჩევნო პროგრამაში ჩართავს,  მის საჯაროდ გაჟღერებას კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გეგმავს, რომელიც 27 აგვისტოს მონაკოში გაიმართება.

ესპანური მედიის ინფორმაციით, პლატინი ფეხბურთში ე.წ. თეთრი ბარათების (10 წუთით გაძევება) დანერგვას და 18 წლამდე ფეხბურთელების ტრანსფერების აკრძალვასაც აპირებს.

ფიფას ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2016
წლის 26 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა იოზეფ ბლატერმა თანამდებობის დატოვება სკანდალის შემდეგ გადაწყვიტა.

მანამდე პლატინიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გუნდების 16-იდან 24-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენ რომ გვეშველოს შესარჩევი აღარ უნდა იყოს და პირდაპირ ყველა უნდა გადიოდეს.
saba
18:23 03-08-2015
0
თეთრი ბარათის იდეა ადრეც მქონდა მოსმენილი და მგონი არ არის ურიგო იდეა, ოღონდ წითელი და ყვითელიც ძალაში უნდა დარჩეს..
fanat
15:44 03-08-2015
0

სიახლეები პოპულარული