ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 28 ივლისი

AutoSharing Option
ფოტოზე: "ბაიერნმა" არტურო ვიდალი ოფიციალურად წარადგინა

13:46
როგორც ჩანს, "იუნაიტედი" მშრალზე რჩება. Daily Mail-ი წერს, რომ "რეალმა" დაიწყო მოლაპარაკება სერხიო რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

13:51 "ნიუკასლი" უარზეა, ჩარლი ოსტინში 18 მილიონი ევრო გადაიხადოს. Express-ი წერს, რომ "კაჭკაჭები" 15 მილიონის გადახდას აპირებენ.

13:55 "ბარსელონა", პედროს გაყიდვის შემთხვევაში, ნოლიტოს იყიდის. Football Espana ამტკიცებს, რომ "სევილიის" შემტევი "ბარსას" 18 მილიონი ევრო დაუჯდება. არადა, ნოლიტო უკვე თამაშობდა "ბარსელონაში".

14:07 დანტე "ბაიერნს" 2017 წელს დატოვებს, ამის შესახებ "კიკერი" წერს. მასთან ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში
გააფორმებენ, თუ ახალ სეზონში თავს უკეთესად წარმოაჩენს.

14:14 "ჩარლტონმა" ნაბი სართან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

14:20 "ბილდი" იტყობინება, რომ წუთი-წუთზე წარადგენენ არტურო ვიდალს "ბაიერნში".

14:33 "ლევანტემ" კონტრაქტი გაუფორმა "ბელენენსეშის" ფორვარდ დეივერსონს, რომელმაც გასულ სეზონში 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

14:36 მარიო ბალოტელი ერთ წელიწადში ორჯერ გაიაფდა. "სამპდორიის" პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ განაცხადა, რომ ახლა მისი ფასი 10 მილიონი ევროა.

14:42 "ევერტონის" ფორვარდი კრის ლონგი "ბარნლიში" გადავიდა. ამის შესახებ კლუბის "თვითერმა" გამოაცხადა.

14:44 "სქაი" წერს, რომ "ვესტ ბრომვიჩმა" "ჰალის" 26 წლის მცველ ჯეიმს ჩესტერში 10 მილიონი გადაიხადა.

14:54 El Heraldo de Aragon-ი წერს, რომ "სარაგოსას" 18 წლის მცველის, ხესუს ვალიეხოს ხელში ჩასაგდებად "ბარსელონა" და "რეალი" იბრძვიან. "სარაგოსა", ტალანტის სანაცვლოდ, 6 მილიონ ევროს ითხოვს. ვალიეხო ახლახან ევროპის ჩემპიონი გახდა 19-წლამდელთა შორის.

15:01 როგორც ჩანს, ჩარლეს არანგისი მაინც გადავა "ლევერკუზენში". "კიკერი" იუწყება, რომ გერმანული კლუბი "ინტერნასიონალს" ჩილელის თაობაზე შეუთანხმდა, "ლევერკუზენი" 15 მილიონ ევროს იხდის.

15:03 სტევან იოვეტიჩი "თვითერზე" წერს, რომ "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

15:21 ლეონარდო ბონუჩიმ 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი ტურინის "იუვენტუსთან".

15:54 არტურო ვიდალი ოფიციალურად გახდა მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი. სულ მალე პრესკონფერენციაც გაიმართება.

16:08 "აუსტრიას" ნახევარმცველი ჯეიმს ჰოლანდი "დუისბურგში" გადავიდა.

16:26 "სქაი იტალია" ირწმუნება, რომ "კარპი" ფაბიო ბორინის შეძენას ლამობს.

16:36 ფილიპე ლუიში ოფიციალურად დაბრუნდა "ჩელსიდან" მადრიდის "ატლეტიკოში".

16:55 CesamrnTi.com წერს, რომ 19 წლის ქართველი რუსული პასპორტით, გიორგი მელქაძე "ლიონს", "ნანტს", "სენტ-ეტიენს" და კიდევ ორ გერმანულ კლუბს სურთ.

17:37 სტეფანო ოკაკა ჩუკა ბრიუსელის "ანდერლეხტში" გადავიდა. 25 წლის ფორვარდის ტრანსფერში "სამპდორიას" 3 მილიონი ევრო გადაუხადეს.

17:54 უკვე "ბაიერნის" ოფიციალური "თვითერიც" წერს ვიდალზე.

18:09 Birmingham Mail: "ასტონ ვილა" შეუთანხმდა ემანუელ ადებაიორს, რომ იჯარით სხვა კლუბში გაუშვებს.

18:14 ABC წერს, რომ სერხიო რამოსი 5 წლით ახანგრძლივებს "რეალთან" ხელშეკრულებას, ის წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს.

18:15 Metro ოსკარის სიტყვებს წერს - "რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ "ჩელსიდან" არსად მივდივარ, მომწყინდა უკვე".

18:31 ქარიმ ბენზემამ "ინსტაგრამზე" დადო ფოტო, სადაც ის თვითმფრინავშია და მიაწერა: "წარსული რჩება წარსულში".

18:44 ანხელ კრესპო "ასტონ ვილაში" წარადგინეს.

19:02 "ევერტონი" და "კრისტალ პალასი" უელსელი მცველისთვის, ეშლი უილიამსისთვის იბრძვიან. "გედები" 30 წლის კაპიტნის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვენ.

19:22 Squawka-ს ცნობით, ვიდალის ტრანსფერი 40 მილიონი ევროა, 37 მილიონს პლუს 3 მილიონი ბონუსებად.

19:31 აღმოჩნდა, რომ ბენზემამ იშაყირა, "რეალმა" განაცხადა, რომ ის გუნდთან ერთად ემზადება "მილანთან" მატჩისთვის.

19:50 Sport.es წერს, რომ არსენ ვენგერმა მოსთხოვა "არსენალის" ხელმძღვანელობას "ბარსელონას" ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსის ყიდვა. ეს სიამოვნება "არსენალს" შეიძლება 45 მილიონი ევრო დაუჯდეს ან მეტიც კი.

20:00 ფორვარდი კლეიტინიო "ფიგეირენშედან" "სამპდორიაში" გადადის.

20:02 Manchester Evening News წერს, რომ "იუნაიტედმა" გადაიფიქრა ნიკოლას ოტამენდის ყიდვა. ლუი ვან გაალი ერთ ცენტრალურ მცველს შეიძენს, მაგრამ არა რამოსს და ოტამენდის.

20:22 ჩიჩარიტო, როგორც ჩანს, არსადაც არ მიდის, "იუნაიტედში" რჩება.

20:37 საოცარია, მაგრამ "სტოკმა" მცველი მეისონ უოტკინს-კლარკი "რექსემში" იჯარით ერთი თვით (!) გაუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული