ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 27 ივლისი

AutoSharing Option
13:21 ვოიცეხ შჩესნიმ "რომაში" ტრანსფერი დაადასტურა, პეტრ ჩეხთან კონკურენციას პოლონელი იტალიის დედაქალაქში გაექცა.

13:24 "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მეკარე ჰყავს - სერხიო რომერო.

13:29 სულ ცოტაც და არტურო ვიდალის ტრანსფერი "ბაიერნში" გაოფიციალურდება. ჩილელმა "თვითერში" გამოაქვეყნა ფოტო თვითმფრინავის ტრაპიდან მინაწერით, მიუნხენისკენ. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" ვიდალში 36 მილიონ ევროს მიიღებს, ვიდალი კი - 5-წლიან კონტრაქტს.

13:56 "მარკა" დარწუმებულია, რომ სერხიო რამოსი უახლოეს ხანებში მადრიდის "რეალთან" ხელშეკრულებას გააგრძელებს.

14:08 არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ თეო უოლკოტი "არსენალთან" კონტრაქტს გააგრძელებს. ადრე იუწყებოდნენ, რომ თეო კვირაში 100
ათას ფუნტს ითხოვს ხელფასად.

14:27 ლეროი სანე, "ტოტენჰემის" ინტერესის მიუხედავად, "შალკეში" რჩება. "დეზები" 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს იხდიდნენ.

14:47 Daily Mirror-ი ამტკიცებს, რომ "ჩელსი" "ევერტონს" სტოუნსის სანაცვლოდ 26 მილიონ გირვანქას შესთავაზებს.

14:54 L`Equipe-ი წერს, რომ "მანჩესტერი" და პსჟ დი მარიას ტრანსფერზე შეთანხმდნენ, პარიზელები 63 მილიონს იხდიან. აი, არგენტინელთან პირად კონტრაქტზე კი პარიზელებმა ჯერ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

15:00 იგივე გამოცემა დარწმუნებულია, რომ დიდიე დროგბა "მონრეალ იმპაქტის" წინადადებას მიიღებს და სათამაშოდ ოკეანისგაღმა გადავა.

15:12 ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი წერს, რომ "არსენალს" ფერნანდო ლორენტე აინტერესებს. სავარაუდო სატრანსფერო თანხა არც ისე დიდია - 8 მილიონი ევრო.

15:18 ჯიმი ბრიანი, რომელმაც ბოლო სეზონი "ჰანოვერში" გაატარა, სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. მისმა აგენტმა ფორვარდს "რენის" ვარიანტი შესთავაზა.

15:24 "მონაკომ" 5 მილიონ ევროდ გამოისყიდა "სენტ-ეტიენისგან" 18 წლის ალან სენ-მაქსიმენზე უფლელების 20%. ალანს 1 სეზონით "ჰანოვერში" გაანათხოვრებენ.

15:30 ჯორდან აიუ "ასტონ ვილაში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

15:37 პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის არ სურს ტიაგო მოტას გაშვება გუნდიდან.

15:42 თუკი მოტა თავისას მაინც გაიტანს, მისი მომდევნო გუნდი მადრიდის "ატლეტიკო" გახდება, რომელთანაც იტალიელმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი.

15:55 La Provence-ი წერს, რომ აბუ დიაბი "მარსელს" სურს. საინტერესოა, რა შანსი აქვს მას, რომ სამედიცინო შემოწმება გაიაროს? ალბათ, არავითარი.

16:12 The Sun-ი წერს, რომ ტურინის "იუვენტუსს" ხუან კუადრადოს იჯარით აყვანა სურს. "ჩელსი" კი მხოლოდ გაყიდვის მომხრეა, თანაც 18 მილიონ გირვანქას არაფერს უკლებს.

16:45 მილანის "ინტერის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სტევან იოვეტიჩი მილანში ჩაფრინდა, თუმცა დღის გეგმაში მეტი არაფერია, ჩერნოგორიელმა უნდა დაისვენოს. სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტი დღეს! შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" იჯარით აიყვანა იოვეტიჩი "სიტიდან", შემდეგ კი 13 მილიონად გამოსყიდვის უფლებით.

16:56 tuttomercatoweb-ის ცნობით, მილანის "ინტერმა" მოსთხოვა ჯერდან შაჩირის, "შალკეს" წინადადებას დათანხმდეს. კლუბებს შორის უკვე ყველაფერი კარგა ხანია, მოლაპარაკებულია.

17:24 "აიაქსის" ვუნდერკინდი კიშნა რომის "ლაციოში" სამედიცინო შემოწმებას გადის. 20 წლის ფორვარდი 1,2 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.

17:30 Calciomercato დარწმუნებულია, რომ ბონუჩი "იუვენტუსთან" 2019 წლამდე გააგრძელებს კონტრაქტს.

17:36 Sport Mediaset-ის ინფორმაციით, მირკო ვუჩინიჩი "ფიორენტინაში" მარიო გომესს ჩაანაცვლებს. ვუჩინიჩს "ალ-ჯაზირასთან" კიდევ ორი წელი აკავშირებს.

17:50 აზ-ის ნახევარმცველმა სტივენ ბერგეისმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ინგლისური პრემიერლიგის "უოტფორდთან".

17:57 "სქაი სპორტსის" ინფორმაციით, იბრაჰიმ აფელაი "სტოკ სიტიში" გადადის.

18:04 ბირმინგემის "ასტონ ვილამ" ოფიციალურად გამოაცხადა ჯორდან აიუს ტრანსფერი "ლორიანიდან".

18:11 შონ რაიტ-ფილიპსი ძმა ბრედლის შეუერთდა "ნიუ იორკ რედ ბულსში".

18:32 დორტმუნდის "ბორუსიამ" ადრიან რამოსს ფასი შეუცვალა - 16 მილიონი გირვანქა.

18:44 პეპე თავად გაკვირვებულია, საიდან მოიტანეს ჩემი "რეალიდან" წასვლაო.

18:56 ბალაშ ჯუჯაკი ახლოსაა ბერლინის "ჰერტაში" გადასვლასთან.

19:21 "ევერტონს" "სელტიკის" მცველი ვირგილ ვან დეიკი აინტერესებს და მზადაა, მასში 10 მილიონი გირვანქა გაიღოს.

19:27 TMW დღის ყველაზე სენსაციურ ცნობას ავრცელებს: "ლივერპული" მზადაა, ალექსანდრ ლაკაზეტში "ლიონს" 30 მილიონი ევრო გადაუხადოს.

20:03 "რეალის" ნახევარმცველი ხოსე როდრიგესი "გალათასარაიში" გადადის. სტამბოლელები მასში არაფერს გადაიხდიან, მაგრამ "რეალს" ხოსეს გაყიდვიდან 50% ერგება.

20:16 "სქაი სპორტსის" ინფორმაციით, რობი ბრეიდი "ჰალიდან" "ნორვიჩში" გადავა.

20:59 Daily Telegraph-ის ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მალე "არსენალი" ახალი წინადადებით წარდგება "რეალთან" ქარიმ ბენზემას თაობაზე - ლაპარაკია, 43 მილიონ ევროზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული