ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 26 ივლისი

AutoSharing Option
13:03 AS: მადრიდის "რეალმა" უარი თქვა "პარი სენ-ჟერმენის" სუპერწინადადებაზე - 120 მილიონი ევრო (!) კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ.

13:06 Goal.com ამტკიცებს, რომ ანხელ დი მარია კიდევ უფრო მიუახლოვდა "პარი სენ-ჟერმენს". ამის საბუთად გამოცემას "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გამართული ამხანაგური მატჩი მოჰყავს - არგენტინელი მოედანზე არ გასულა.

13:11 მარკო დი სანტო "შალკეს" ფეხბურთელია. ეს ცნობა ოფიციალურია.

13:17 Football Italia ამტკიცებს, რომ გაელ კლიში "მანჩესტერ სიტის" ტოვებს. კლიშის ძალიან სურს "ინტერში" რობერტო მანჩინისთან მუშაობა.

13:21 საიდო ბერაჰინო შესაძლოა, "ვესტ ბრომვიჩიდან" "ტოტენჰემში" გადაბარგდეს.
Sunday Express წერს, რომ მხარეები 48 საათში მივლენ შეთანხმებამდე. თავდამსხმელის ფასი 15 მილიონი გირვანქაა.

13:27 ვესლი სნეიდერის 24 წლის ძმა როდნი შოტლანდიურ "დანდი იუნაიტედში" გადავიდა.

13:31 "სქაი სპორტს იტალია" წერს, რომ დიდი ალბათობით, რუმინელი ვლად კირიკეში "ტოტენჰემიდან" "ფიორენტინაში" გადაბარგდება. "იები" მცველს ერთწლიანი იჯარით აიყვანენ, რაშიც მილიონ ევროს გადაუხდიან ლონდონურ კლუბს. სეზონის ბოლოს კირიკეშის გამოსყიდვა 5 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

13:36 "უდინეზეს" ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა, რომ კლუბმა "არხენტინოს ხუნიორსის" ნახევარმცველი გასპარ ინიეგესი გაიფორმა 1,2 მილიონ ევროდ.

13:42 "ნაპოლის" ხელმძღვანელები გონსალო იგუაინის ძმას შეხვდნენ, რომელიც ფეხბურთელის აგენტია. მოლაპარაკების თემა კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელებაა, რომელიც ისედაც არ სრულდება მალე - 2018 წელს.

13:57 უგუნდოდ დარჩენილ დიდიე დროგბას "ატლეტიკო კალკუტა" 4-თვიან კონტრაქტს სთავაზობს.

14:04 მარკო ლემინის სანაცვლოდ "მარსელს" უკვე მიმართეს "ვესტ ბრომვიჩმა", "ვესტ ჰემმა" და "ნიუკასლმა".

14:09 "დეილი მეილის" თანახმად, "ევერტონი" ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველ დიეგო კაპელით დაინტერესდა. 27 წლის ესპანელს მალე ოფიციალურ მიწვევას გაუგზავნიან.

14:28 "სქაი სპორტს იტალია" აქტიურობს - ახალი ცნობით, კევინ-პრინს ბოატენგი საუდის არაბეთის კლუბ "ალ-იტიჰადში" გადადის.

14:43 Mirror-ი წერს, რომ "ნიუკასლის" კაპიტანი ფაბრისიო კოლოჩინი "კრისტალ პალასს" აინტერესებს. სავარაუდო ფასი მხოლოდ 2 მილიონი ევროა.

14:52 TMW-ის ინფორმაციით, კიევის "დინამოს" ჟოაო მოუტინიოს შეძენა სურს. "მონაკოს" პორტუგალიელი ნახევარმცველი დაახლოებით 27 მილიონი ევრო ღირს.

14:57 ლონდონში ჩაკარგული რობერტო სოლდადო დორტმუნდის "ბორუსიას" აინტერესებს. Sport Mediaset-ის ინფორმაციით, გერმანელები მზად არიან, ლონდონელებს 12 მილიონი ევრო გადაუხადონ ამ ტრანსფერში.

15:05 "ანტალიასფორში" გადავიდა სერბი მილოშ კრასიჩი. "ფენერბაჰჩემ" ის გაანათხოვრა.

15:15 "ნანტის" ნახევარმცველ ჯორდან ვერეტუს შეძენაში ფავორიტი "ლივერპულია". 22 წლის ლიდერის სანაცვლოდ, "ნანტი" 10,6 მილიონ გირვანქას იხდის.

15:24 ადამა ტრაორე "ბაიერნის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას აინტერესებს.

15:28 "ლივერპული" ყველა ღონეს ხმარობს, რომ მოიცილოს ფაბიო ბორინი, მაგრამ ჯერ მისი ტრანსფერი "ასტონ ვილაში" ჩაიშალა, შემდეგ - "ლესტერში".

15:38 "ემპოლის" ნახევარმცველი აისიდ ჰისაი "აუგსბურგს" აინტერესებს. 21 წლის ალბანელის ფასი 5,5 მილიონი ევროა.

15:44 კიევის "დინამოს" ხორვატი მცველით, დომაგოი ვიდათი "ინტერი" და "ნაპოლი" დაინტერესდნენ.

15:50 A Bola წერს, რომ კიდევ ერთი ბრაზილიელი ტოვებს "შახტარს" - ბერნარდი 17
მილიონ ევროდ "პორტუში" გადადის.

15:56 ბუმ! დღის ბომბა-ინფორმაცია - BeIN SPORTS-ი ამტკიცებს, რომ ხოსეპ გვარდიოლა შეუთანხმდა "მანჩესტერ სიტის" და ესპანელი 2016 წლიდან "მანჩესტერ სიტის" თავკაცი იქნება. ამაში გასაკვირი ბევრი არაფერია - პეპის კონტრაქტი მიუნხენის "ბაიერნთან" 2016 წლის ივნისში სრულდება.

16:06 "ნიუკასლ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი წერს, რომ მათ რიგებში გადავიდა "ანდერლეხტის" მცველი შანსელ მბემბა.

16:13 Metro.uk-ის ინფორმაციით, "არსენალს" "ლიონის" ფორვარდის, კლინტონ ნჯიეს ხელში ჩაგდება სურს. "მეთოფეები" მის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს იხდიან.

16:25 ჟოზე მოურინიო მზად არის, "ჩელსიმ" 15,5 მილიონი გირვანქა გადაიხადოს ხოსე კალეხონის სანაცვლოდ.

16:42 "გალათასარაი" "დნიპროს" მცველ დუგლასის და ფორვარდ კალინიჩის სანაცვლოდ ერთად 7 მილიონ ევროს იხდის.

16:52 Football Italia წერს, რომ "კალიარიმ" მცველი დავიდე ასტორი ტურინის "იუვენტუსს" შესთავაზა.

16:55 Daily Star-ი მიიჩნევს, რომ დენი უელბეკი "ბეშიქთაშის" მთავარი სატრანსფერე სამიზნეა.

17:10 დღის ყველაზე მსხვილი დადასტურებული ტრანსფერი - მილანის "ინტერმა" გამოაცხადა, რომ სტევან იოვეტიჩი კლუბში ჩაირიცხა. ჩერნოგორიელი 2-წლიანი პაუზის მერე იტალიას უბრუნდება.

17:15 გახდა უფრო მეტი დეტალი ცნობილი - იოვეტიჩი 2-წლიანი იჯარით გადადის "ინტერში", რაშიც მილანური კლუბი 3 მილიონ ევროს გადაიხდის. მერე კი მისი გამოსყიდვა 12 მილიონად იქნება შესაძლებელი.

17:25 "ბილდის" ინფორმაციით, უახლოეს ხანებში დაიწყება მოლაპარაკება "დორტმუნდსა" და "კრისტალ პალასს" შორის ადრიან რამოსის ტრანსფერის თაობაზე. კოლუმბიელი ფორვარდის ფასი 14-15 მილიონი გირვანქაა.

17:35 "არსენალის" თავკაცის, არსენ ვენგერის გამოცდილ მზერას არ გამოჰპარვია ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დანი სებალიოსი. "არსენალი" სულ მალე დაიწყებს მოლაპარაკებებს "ბეტისთან". სავარაუდო ფასი 2,5 მილიონი ევროა.

17:39 "ლესტერის" მეკარე ბენ ჰეიმერი იჯარით "ნოტინგემში" გადავიდა.

18:00 RMC აცხადებს, რომ "ლორიანის" ფორვარდი ჯორდან აიუ "ასტონ ვილას" გააძლიერებს. 23 წლის განელის სანაცვლოდ, ინგლისელები 14 მილიონ ევროს გადაიხდიან.

18:11 "სქაი სპორტს იტალიას" მიხედვით, "ლაციო" ამსტერდამის "აიაქსს" რიკარდო კიშნას ტრანსფერზე შეუთანხმდა. ეს ტრანსფერი ოფიციალურად 24 საათში გახდება ცნობილი.

18:32 "ეკიპის" ცნობით, "ტორინო" მართავს მოლაპარაკებას "რენის" სანინ პჩიჩის შესაძენად.

18:45 "მონაკო" და "პალერმო" მოლაპარაკებას მართავენ აშრაფ ლაზაარის თაობაზე. სიცილიელები 3 მილიონ ევროს ითხოვენ.

19:00 "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, "იუვენტუსს" ხუან კუადრადოს შეძენა სურს.

19:17 მარიო გომესი "ფიორენტინადან" სტამბოლის "ბეშიქთაშში" გადადის. იტალიელები 3,5 მილიონ ევროს მიიღებენ და ამ ფულით შეეცდებიან "რომადან" მატია დესტროს გადაყვანას.

19:24 პეპესთან კონტრაქტის გაგრძელებას "რეალში" აღარ აპირებენ, ზამთარში მას შეუძლია მოლაპარაკებების გამართვა მომავალ კლუბთან.

19:35 რიკი ლამბერტისთვის ბრძოლაში "ვესტ ბროვიჩი" და "ლესტერი" ჩაერთვნენ. "ლივერპული" ფორვარდს 3,5 მილიონ გირვანქად აფასებს.

19:45 "სქაი სპორტს იტალია" წერს, რომ დღეს რომში ვოიცეხ შჩესნი ჩავა და "რომასთან" ერთწლიან იჯარას მოაწერს ხელს.

20:00 კიდევ ერთი სიახლე იტალიიდან - ფელიპე მელო სამშაბათს "ინტერთან" კონტრაქტს გააფორმებს.

20:15 ალექსანდ იაკოვენკო "ფიორენტინადან" "სტანდარდში" გადადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული