ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 30 ივნისი

AutoSharing Option
ფოტოზე: დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველი დუგლას კოშტა

13:23
ლეგენდარული რონალდინიო ახალ სეზონს თურქეთში დაიწყებს. "ანთალიასფორის" პრეზიდენტმა დაადასტურა ბრაზილიელის ტრანსფერი.

13:29 "მილანი" იაფ "მუშახელზე" მუშაობს. კლუბმა სერია C-დან 20 ათას ევროდ აიყვანა 18 წლის მცველი მატეო პესინა.

13:39 "ატლეტიკოს" მცველი მირანდა, პრაქტიკულად, "ინტერის" მოთამაშეა. იტალიელებმა უკვე გაავრცელეს სამედიცინო შემოწმების ფოტოები.

14:25 "არსენალმა" შემადგენლობა ჩერნოგორიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირით, გორან ვუიოვიჩით გააძლიერა. 28 წლის ფორვარდთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

14:48 Gazzetta-მ გაარკვია - ჟერვინიოს გადასვლა "ალ ჯაზირაში" იმის გამო ჩაიშალა, რომ კოტდივუარელმა ვერტმფრენი და... პირადი
პლაჟი მოითხოვა.

15:26 სერხიო რამოსის წასვლის შემთხვევაში, მადრიდის "რეალი" ალტერნატიულ ვარიანტად "იუვენტუსიდან" ბონუჩის აყვანას განიხილავს. პირადი კონტრაქტიც უკვე მზად ყოფილა: 4 მილიონი ევრო წელიწადში. "ბებერი სინიორა" ტრანსფერში 30 მილიონ ევროს მიიღებს, - ირწმუნება Tuttosport-ი.

15:46 ბევრი კლუბის მხრიდან ინტერესის მიუხედავად, ისკომ რაფა ბენიტესთან საუბრის შემდეგ "რეალში" დარჩენა გადაწყვიტა.

15:53 რაფა ბენიტესი სულ მალე პირველ ფეხბურთელს შეიძენს: ესპანური პრესის მიხედვით, "რეალის" ახალწვეული გახდება ლუკას ვასკესი "ესპანიოლიდან". ის "ბერნაბეუზე" მილიონ ევროდ დაბრუნდება.

16:08 "ვოლფსბურგი" თავიდან იცილებს ყველა კლუბს, რომელსაც კევინ დე ბრუინის შეძენა უნდა. "მას ჩვენთან 2019 წლამდე აქვს კონტრაქტი. იმედია, ყველამ მიიღო სიგნალი: ის არსად არ გადავა", - განაცხადა Sport1-თან კომენტარში "მგლების" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა.

16:21 The Telegraph-ის ცნობით, "საუთჰემპტონის" ნახევარმცველი მორგან შნედერლინი უახლოეს ორ დღეში სამედიცინო შემოწმებას გაივლის "მანჩესტერ იუნაიტედში". ზოგიერთი მონაცემით, ტრანსფერის თანხა 35 მილიონ ევროს გაუტოლდება.

17:08 "ჰოფენჰაიმის" განაპირა მცველი ანდრეას ბეკი ახლოს არის "ბეშიქთაშში" გადასვლასთან. თურქული მხარე მზადაა, ფეხბურთელში ორი მილიონი ევრო გადაიხადოს.

17:27 სალი მუნტარიმ და "მილანმა" კონტრაქტი გაწყვიტეს. განელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდა, "როსონერიმ" კი ადგილი გამოათავისუფლა რომელიმე ახალბედასთვის.

17:36 ედინ ჯეკოს აგენტმა ირვან რეჯეპაგიჩმა Sky Sports-თან კომენტარში განაცხადა, რომ პრესამ უფრო მეტი იცის მისი კლიენტის "რომაში" გადასვლასთან დაკავშირებით, ვიდრე თავად მან. "რომასთან" მოლაპარაკებები არ ყოფილა. საერთოდ არაფერი მსმენია კლუბებს შორის საუბარზე", - დაამატა ჯეკოს წარმომადგენელმა.

18:11 "არსენალმა" უარი განაცხადა არტურო ვიდალის შეძენაზე. როგორც The Telegraph-ი წერს, კლუბში ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ საჭიროა დიდი ფულის გადახდა ამ ფეხბურთელში, როცა ისედაც დიდი კონკურენციია ნახევარდაცვაში.

18:21 "ვალენსიაში" არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ როდრიგო კაიო "ატლეტიკოში" გაემგზავრა სამედიცინო შემოწმებისთვის. თუ მადრიდელებს დააკმაყოფილებთ ბრაზილიელის მუხლის მდგომარეობა, მაშინ ნახევარმცველში 12.5 მილიონ ევროს გადაიხდიან.

19:01 "შახტარის" ნახევარმცველი დუგლას კოშტა უახლოეს დღეებში გაივლის სამედიცინო შემოწმებას მიუნხენში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ "ბაიერნი" უკრაინულ კლუბს 35 მილიონ ევროს გადაუხდის ბრაზილიელში.

19:31 კიდევ ერთი სიახლე "მილანის" ბანაკიდან. ჯამპაოლო პაცინისა და სალი მუნტარის შემდეგ, კლუბს ტოვებს დანიელე ბონერა - "როსონერიმ" არ გააგრძელა მასთან კონტრაქტი, - წერს Football Italia.

19:39 "ინტერში" გატარებული სამი სეზონის შემდეგ ზდრავკო კუზმანოვიჩი ოფიციალურად გადავიდა "ბაზელში". "ყოველთვის მინდოდა აქ დაბრუნება. ამიტომაც ბედნიერი ვარ, რომ გარიგება შედგა", - განაცხადა სერბმა ნახევარმცველმა, რომელიც ადრე უკვე თამაშობდა შვეიცარიულ კლუბში.

19:59 ცნობილი არგენტინელი ერნან კრესპო სერია B-ში მოთამაშე "მოდენას" მთავარი მწვრთნელი გახდა.

20:05 გამოცდილი ბრაზილიელი ილსინიო ტოვებს "შახტარის" რიგებს. დონეცკური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს.

20:21 "ჩელსი" მზად არის, გამოეთხოვოს გარემარბ ხუან კუადრადოს. ლონდონელებმა ფეხბურთელი "ბარსელონას" შეაძლიეს, მაგრამ Sport.es-ის ცნობით, თავაზიანი უარი მიიღეს.

20:49 "სევილია" დაინტერესებულია ახალგაზრდა შვედი ვარსკვლავით, იონ გვიდეტით, რომელმაც გუშინ დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ამის შესახებ გაზეთი AS წერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული