ჩილე-პერუ 2:1 - კოპა ამერიკაზე პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკა 2015-ის გათამაშებაში პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. ჩვენი დროით 30 ივნისს გამართულ შეხვედრაში ტურნირის მასპინძლებმა პერუ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

სანტიაგოში გამართულ შეხვედრაზე დიდი გავლენა უკვე მე-20 წუთზე პერუელთა მცველის, კარლოს სამბრანოს გაძევებამ იქონია. რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენილმა ჩილეს ნაკრებმა ტაიმის მიწურულს შეძლო ანგარიშის გახსნა - თავი ედუარდო ვარგასმა 42-ე წუთზე გამოიჩინა.

მე-60 წუთზე თამაშს ინტრიგა ჩილელმა გარი მედელმა დაუბრუნა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა შეცდომა რამდენიმე წუთში თავადვე გამოასწორა, როდესაც იმავე ედუარდო ვარგასს (64) გამარჯვების გოლი გაატანინა.

კოპა ამერიკის გადამწყვეტ მატჩში ჩილეს ნაკრები არგენტინა-პარაგვაის ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული