კოპა ამერიკა 2015. A ჯგუფი. II ტური: სენსაციები გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
A ჯგუფში II ტურის მატჩები ეკვადორისა და ბოლივიის შეხვედრით დაიწყო, რომელშიც ფავორიტმა მარცხი იგება. ამას კიდევ ერთი სენსაცია მოჰყვა, ტურნირის მასპინძელმა მექსიკის ნაკრებს ვერ მოუგო.

გვერწმუნეთ, ეკვადორის ნაკრებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და ამის მიუხედავად, ტაიმი 0:3 წააგო! რალდესის თავურისა და სმელდბერგის გოლის შემდეგ იყო ენერ ვალენსიას პენალტი, რომელიც მან ვერ გამოიყენა და ეკვადორის ნაკრები კიდევ ერთხელ დაისაჯა, 43-ე წუთზე მორენომ 11-მეტრიანი გაიტანა.

მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე კი დადგა, მაგრამ ეკვადორელებმა მხოლოდ ორის გატანა მოასწრეს, თავი ვალენსიამ და მილერ ბოლანიოსმა
გამოიჩინეს - 2:3.

გუსტავო კინტეროსი (ეკვადორის მწვრთნელი): "ძალიან ცუდად ვითამაშეთ პირველ ტაიმში, ახლაც კი ვერ ამიხსნია, რატომ მოხდა ეს. მეორე ტაიმში მოვუმატეთ, მაგრამ 0:3-ის ამოქაჩვა ძნელია. სამივე გოლი ჩვენივე შეცდომების "დამსახურებაა". ძალიან მაწუხებს კონცენტრაციას ასე იოლად, რომ ვკარგავთ".

მაურისიო სორია (ბოლივიის ნაკრების მწვრთნელი): "ბევრს არ სჯერა, რომ ჩვენ გუნდს რამე სერიოზულის მიღწევა შეუძლია. ეს, რომ ასე არაა, დღეს დავამტკიცეთ. დიახ, მასპინძლებთან თამაში იოლი არ იქნება. ფიზიკურად უნდა ვიყოთ მზად და მენტალურადაც. ჩვენ წარმატებული თამაშის იმედი გვაქვს".

* * *
ვალპარაისოში ჩილემ და მექსიკამ უხვგოლიანი მატჩი ითამაშეს - 3:3.

დუბლით გამოირჩნენ იუვენტუსელი არტურო ვიდალი და მექსიკელთა ფორვარდი ვისენტე ვუოსო. ვიდალმა მასპინძელთა მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხორხე სამპაოლი (ჩილეს მწვრთნელი): "შეცდომები დავუშვით და სამუშაო გვაქვს მომდევნო მატჩშიც იგივე, რომ არ გავიმეოროთ. მატჩი სულ სხვანაირად დასრულდებოდა, არბიტრს ჩვენი ორი ნაღდი გოლი, რომ ჩაეთვალა. მესამე მატჩამდე დრო გვაქვს და უფრო კარგად მოვემზადებით".

მიგელ ერერა (მექსიკის მწვრთნელი): "პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მასპინძლებსაც ვაჯობეთ. ბოლო შეხვედრაში აუცილებლად მოგებაზე ვითამაშებთ".

შეგახსენებთ, რომ თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გადის, მეოთხედფინალში კიდევ ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს სამი ჯგუფიდან. ასე რომ, ჩილემ და ბოლივიამ ფაქტობირვად, გაინაღდეს პლეი ოფი.

A ჯგუფი
ეკვადორი-ბოლივია 2:3
გოლები: 0:1 რალდესი (5), 0:2 სმედბერგი (18), 0:3 მორენო (43-პენ), 1:3 ე. ვალენსია (48), 2:3 ბოლანიოსი (81)
ეკვადორი (4-2-3-1): დომინგესი - პარედესი (86. ანგულო), აჩილიერი, ერასო, აიოვი - ნობოა, პ. ქუინიონესი (46. კასარესი) - მარტინესი (46. იბარა), ბოლანიოსი, მონტერო - ე. ვალენსია
ბოლივია (4-2-3-1): რ. ქუინიონესი - ურტადო, რალდესი, სენტერო, მორალესი - დ. ბეხარანო, ჩუმასერო - პედრიელი (57. კოიმბრა), ლისიო (72. მ. ბეხარანო), სმედბერგი - მორენო (88. მირანდა)
გაფრთხილება: პ. ქვინიონესი, ერასო - სენტენო, ურტადო, რ. ქუინიონესი
შენიშვნა: ე. ვალენსიამ ვერ გაიტანა პენალტი (38)
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 19-28; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 26-5 (10-4); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 5 982

ჩილე-მექსიკა 3:3
გოლები: 0:1 ვუოსო (21), 1:1 ვიდალი (22), 1:2 ხიმენესი (29), 2:2 ვარგასი (42), 3:2 ვიდალი (55-პენ), 3:3 ვუოსო (66)
ჩილე (3-4-3): ბრავო - მედელი, ხარა, ალბორნოსი (87. ბოსეჟური) - ისლა, დიასი (71. მენა), არანგისი, ვარგასი (85. პინილია) - ვიდალი, ვალდივია, ა. სანჩესი
მექსიკა (5-3-2): კორონა - ფლორესი, დომინგესი, აიალა, ვალენსუელა, ალდრეტე (71. სალსიდო) - მედინა (64. აკინო), გუემესი, კორონა (77. ოსუნა) - ვუოსო, ხიმენესი
გაფრთხილება: ვიდალი, პინილია - კორონა
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 8-22; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 18-10 (7-6); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 45 583

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩილე 2 1 1 0 5-3 4
2. ბოლივია 2 1 1 0 3-2 4
3. მექსიკა 2 0 2 0 3-3 2
4. ეკვადორი 2 0 0 2 2-5 0

მომდევნო ტური
19 ივნისი:
მექსიკა-ეკვადორი, ჩილე-ბოლივია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული