აშშ-ის საგადასახო სამსახური ფიფას კორუპციულ საქმეზე ახალ ბრალდებებს ამზადებს

AutoSharing Option
აშშ-ის საგადასახადო სამსახური ფიფას კორუპციულ საქმესთან დაკავშირებით ახალ ბრალდებებს ამზადებს, იტყობინება New York Times.

"დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდებების კიდევ ერთი რაუნდი იქნება. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთის დევნას ნიშნავდეს.

ჩვენ კორუპციას ვდევნით და იქ ისეთი სიტუაცია, რომ ერთს მეორე უკანონობა მოჰყვება.

ჩვენი მონაწილეობა მხოლოდ საგადასახადო ასპექტს არ გულისხმობს. როცა საერთაშორისო კორუპციულ საქმეებზე დახმარებას გვთხოვენ, არალეგალური სქემების მოძებნაში ვეხმარებით. დარწმუნებულები ვართ, რომ ამაში ფიფას სხვა ადამიანებიც არიან გარეულები", - განაცხადა საგადასახადო სამსახურის კრიმინალური გამოძების განყოფილების უფროსმა რიჩარდ უებერმა.
ასევე დაგაინტერესებთ