ფიფას კონგრესის წევრებმა აფეთქების მუქარის შეტყობინება მიიღეს

AutoSharing Option
დღეს, 29 მაისს, ფიფას კონგრესის წევრებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების მუქარის შეტყობინება მიიღეს.

ფიფას კონგრესი, სადაც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, ციურიხში, არენა "ჰალენშტადიონზე" მიმდინარეობს. კანდიდატი ორია - მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალი ჰუსეინი.

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მივიღეთ ბომბის გააქტიურების შესახებ მუქარის შეტყობინება", - განაცხადეს ციურიხის პოლიციაში.

მოგვიანებით ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ გამოაცხადა, რომ ბომბის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა და კონგრესს მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული