"გალათასარაის" ფანებმა ჩემპიონობა იარაღიდან სროლით აღნიშნეს

AutoSharing Option
"გალათასარაის" რამდენიმე გულშემატკივარმა საყვარელი გუნდის ჩემპიონობა იარაღიდან სროლით აღნიშნა.

"გალათასარაიმ" თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბეშიქთაშს" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 2:0 სძლია და 76 ქულით პირველ ადგილს უკვე ვერავინ წაართმევს.

"გალათასარაის" მე-20 საჩემპიონო ტიტული ფანებმა ისე აღნიშნეს, რომ ზეიმის ფოტოებმა თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტო მოიარა.

რამდენიმე გულშემატკივარი ჰაერში ისროდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული