წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ცნობილია

AutoSharing Option
BBC-იმ ნიგერიის ნაკრებისა და "ლივერპულის" 20 წლის თავდამსხმელი ასისატ ოშოალა წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელა. ეს BBC-ის ახალი ინიციატივაა და წესით, ჯილდო ძალიან პრესტიჟული გახდება. გამოკითხვაში მონაწილეობას ფანები იღებდნენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ოშოალამ ესპანელ ვერონიკა ბოკეტის, გერმანელ ნადინ კესლერს, შოტლანდიელ კიმ ლიტლსა და ბრაზილიელ მარტას აჯობა.

"მინდა მადლობა გადავუხადო BBC-ის და ჩემს ფანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგულშემატკივრობდნენ" - თქვა ოშოალამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული