ფიფას 14 ოფიციალური პირი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

AutoSharing Option
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ნიუ იორკის ფედერალურ სასამართლოში ფიფას 14 ოფიციალურ პირს ბრალდებას წაუყენებს. ფიფას ოფიციალური პირები 26 მაისს ღამით, ციურიხის პოლიციამ დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არ არის ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი.

CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაკავებები გამოძიებათა ფედერალური ბიუროს სამწლიანი მუშაობის შედეგია.

The New York Times-ის ცნობით, საუბარია ფიფას მასშტაბურ კორუფციაზე, ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატების განაცხადების მიღებაზე, მარკეტინგულ შეთანხმებებსა და სხვა გარიგებებზე. გარდა ამისა, ბრალდებაში გათვალისწინებულია თაღლითობა, რეკეტი და ფულის გათეთრება.

დაკავებულთა შორის არიან ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე
-პრეზიდენტები - ჯეფრი უები და ეუხენიო ფიგერედო.
ასევე დაგაინტერესებთ