ფრაზები: სუპერმენი ანრი, მოსაწყენი მესი და ყველაზე პოპულარული იბრა

AutoSharing Option
ბოლო პერიოდის საინტერესო გამონათქვამების ამ კრებულში თქვენ გაიხსენებთ ან გაიგებთ, თუ ვინ არის "იკეაზე" უფრო პოპულარული; რას უწუნებს პოლ სქოულზი "ბარსელონას"; თუ რა მარტივია დალაქის გარეშე ვარცხნილობის დაყენება და არის თუ არა ლიონელ მესი მოსაწყენი.

"ზლატანი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შვედია, იგი "იკეაზე" ცნობილიც კია" - თქვა ბიორნ ბორგმა.

საქმე ეხებოდა ერთ-ერთ გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც, შვედეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად სწორედ ბორგი დასახელდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მეორე ადგილზე გავიდა. იბრა ამის გამო გაბრაზდა და თქვა, პირველზეც,
მეორეზეც, მესამეზეც, მეოთხეზეც და მეხუთეზეც მე უნდა ვყოფილიყავი და მერე დანარჩენებიო. ლეგენდარული ჩოგბურთელი კი ცოტა პრინციპული, ცოტა რთული ხასიათის, მაგრამ ამავდროულად, მარტივი და თავმდაბალი კაცია. ჰოდა, თქვა კიდეც, ზლატანი ჩვენი ყველაზე ცნობილი "ბრენდიაო". იბრასაც ესიამოვნა ეს კომპლიმენტი და ბორგს საპასუხო უძღვნა - დიდი ადამიანიაო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "გახვიდე მეორეზე, იგივეა, რაც ბოლო იყო. ყველას პატივისცემის მიუხედავად, მე უნდა ვყოფილიყავი პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზეც. რაც შეეხება ბორგს, იგი ბრწყინვალე ადამიანია, ცოცხალი ლეგენდა".

* * *
"როდესაც თეთრ-წითელ მაისურს ვიცვამდი, ისეთივე ტრანსფორმაცია ვიგრძენი, როგორც კლარკ კენტის სუპერმენად გადაქცევისას; ვიღაც სხვა, უფრო ძლიერი ვხდებოდი. ჩემი სახლი, ტკბილი სახლი ლონდონი. ჩემი კლუბი "არსენალი". მათ მე მიმიღეს და იქ თავს, როგორც შინ, ისე ვგრძნობ. როდესაც გუნდი დავტოვე, ჩემი ნაწილი მოკვდა. ვიტირე, ეს კი ისეთი რამ არის, რაც ძალიან იშვიათად მემართება, მათ შორის, ბავშვობაშიც. ემოციებმა იძალა. შესაძლოა, ფანები ამას პატივს სცემენ" - აი, ასეთი სენტიმენტალური იყო ტიერი ანრი.

* * *
"მე რომ მიუნხენის "ბაიერნში" ვთამაშობდე და "ფერარი" დამყავდეს, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. კარგია, როდესაც ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მაინც ხარ და შენს უკანალს ყოველდღე ბრწყინვალე მანქანაში დებ" - აი, ასეთი საინტერესო კომენტარი გააკეთა "სენტ ეტიენის" ნახევარმცველმა ფაბიან ლემუანმა.

* * *
"თმას არასოდეს ვივარცხნი, უბრალოდ, ყოველ დილით თავს ვაქნევ ხოლმე" - გვითხრა მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ.

* * *
ანხელ დი მარია: "რუნი უმაღლესი დონის მოთამაშეა. მასთან ერთად თამაში სასიამოვნოა და დიდი პატივია. როდესაც 15 წლის ვიყავი, "იუნაიტედში" მის თამაშს, ასე თუ ისე, ვადევნებდი ხოლმე თვალს. მას ვგულშემატკივრობდი და მსურდა, მიმებაძა. დღეს კი უეინთან ერთად ვთამაშობ. ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობარს ვუთხარი - მე და რუნი ერთმანეთს ბრწყინვალედ ვუგებთ, ისევე, როგორ მე და მესი ვუგებდით არგენტინის ნაკრებში ან მე და კრიშტიანო რონალდო "რეალში". რუნის მართლაც შევეწყვე, ის დიდებული ფეხბურთელია".

* * *
"ახლა "ბარსა" ძველი გუნდის აჩრდილია. ისინი თითქოს, კვლავინდებურად იმ სტილში თამაშობენ და გაუთავებლად ბურთს აგორებენ, მაგრამ ის სისწრაფე და ნაპერწკალი აღარ არის. როდესაც მე მინდა ხოლმე შევაფასო რომელიმე გუნდის ან კარგად მოთამაშე ინდივიდუალისტის თამაში, საბოლოოდ ყოველთვის მიწევს სიტყვა "მოსაწყენის" ხსენება.

რაც შეეხება მესის, მისი მიღწევებით და თამაშით იგი სულ სხვა საფეხურზეა, ვიდრე ჩვენ, დანარჩენები, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა სწორედ მასთან მიმართებაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა "მოწყენა". მესი არასდროს იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის მიერ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში სასწრაფოდ უკან მორბოდა და დაცვას ეხმარებოდა, მაგრამ ახლა მან თავისი მოძრაობა აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანა" - აი, ასეთი მოსაზრებები ჰქონდა ცოტა ხნის წინ პოლ სქოულზს.

* * *
სანამ არსენ ვენგერის "არსენალი" ფორმას აკრეფდა, მას უამრავი კრიტიკოსი ჰყავდა და ფრანგის ერთ-ერთი პასუხი ასეთი გახლდათ: "მე უმაღლეს დონეზე მწვრთნელობა 1983 წელს დავიწყე. თუ ტაქტიკურად აბსოლუტურად უსუსური და უსარგებლო ვარ, მაშინ გენიოსი ვყოფილვარ, რადგან ამას ამ წლების განმავლობაში ძალიან კარგად ვმალავდი და მწვრთნელად ვრჩებოდი. ბოლო 15 წელიწადია, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ყოველ ჯერზე გავდივართ. დამისახელეთ სხვა ასეთი გუნდი".

* * *
"ჩვენ აზკალები ვართ. ეს ქუჩის ძაღლები მოწინააღმდეგეებს პატივს სცემენ, მაგრამ არაფრის ეშინიათ და კბენა უყვართ, ხან სად და ხან სად" - თქვა "ფილადელფიას" შესახებ გერმანელ-ამერიკელმა ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად ამ კლუბის მწვრთნელმა თომას დულიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზლატანს დამიხედეთ, როგორი ამპარტავანი ყოფილა! ყოჩაღ ბორგს...
ნინიკა
17:43 27-05-2015
0
Es mosackeni ki ara gamovdilebis nishinia.darbis imdens ramdenic sachiroa.messis ascavlis rogor irbinos:-)
kaxa
16:13 27-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული