ტრაგედია ბელგიაში: ოქრიაშვილის გუნდის მეტოქეს მოედანზე გული გაუჩერდა [PHOTO]

AutoSharing Option
ბელგიურ ფეხბურთში ტრაგედია მოხდა - 27 აპრილს, "გენკი"-"ლოკერენის" ამხანაგური მატჩის დროს სტუმართა მცველ გრეგორი მარტენსს გული გაუჩერდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

უცნობია, შეესწრნენ თუ არა ამ ფაქტს და იღებდნენ თუ არა მონაწილეობას აღნიშნულ შეხვედრაში "გენკის" ქართველი ლეგიონერები: თორნიკე ოქრიაშვილი ან ლუკა ზარანდია.

პირველი ტაიმი მიმდინარეობდა, როდესაც ფეხბურთელი გაზონზე დაეცა. ადგილზე მისულმა ექიმებმა სპორტსმენის გულის გაჩერება დააფიქსირეს. ამის შემდეგ მარტენსი გენკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა პაციენტის ხელოვნურ კომაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამჟამად ფეხბურთელის მდგომარეობა კრიტიკულია.

"კლუბი თანაუგრძნობს ფეხბურთელის ოჯახს და იმედოვნებს, რომ
ყველაფერი კარგად დასრულდება", - ნათქვამია "ლოკერენის" ოფიციალურ საიტზე.

მიმდინარე სეზონში მარტენსმა ბელგიის ჩემპიონატის 15 მატჩში ითამაშა, ევროპალიგაზე კი - 3 შეხვედრაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინამაც თქვენ ჟურნალისტობა დაგაბრალათ!...
ვინ ასწავლათ ასეთი ქართული ძალიან საინტერესოა.- "ოქრიაშვილის გუნდის მეტოქეს" :D
lado
23:57 28-04-2015
0
დუბლების თამაში უყო
aleqsi
16:45 28-04-2015
0

სიახლეები პოპულარული