ესპანეთის ნაკრები ფიფას ახალი რეიტინგის ათეულიდან გავარდა

AutoSharing Option
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ფიფას რეიტინგის საუკეთესო 10 გუნდს შორის ადგილი დაკარგა. 2007 წლის შემდეგ "ფურია როხა" მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების ათეულში პირველად ვერ მოხვდა. ესპანელების ადგილი ათეულში იტალიის ნაკრებმა დაიკავა.

პირველ ადგილს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანიის ნაკრები იკავებს. მთლიანად ათეული კი ასე გამოიყურება:

1. გერმანია
2. არგენტინა
3. კოლუმბია
4. ბელგია
5. ჰოლანდია
6. ბრაზილია
7. პორტუგალია
8. საფრანგეთი
9. ურუგვაი
10. იტალია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული