ექსპერტებმა კრიშტიანო რონალდოს ქონება შეაფასეს - უმდიდრეს ფეხბურთელთა TOP 5

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო წელსაც უმდიდრესია მოქმედ ფეხბურთელთა შორის.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მოთამაშეთა რეიტინგი ავტორიტეტულმა გამოცემა Goal.com-მა შეადგინა და მასში ფეხბურთელთა ხელფასებთან ერთად, სხვა შემოსავლებიცაა გათვალისწინებული.

ექსპერტებმა კრიშტიანოს ამჟამინდელი პირადი ქონება 210 მლნ ევროდ შეაფასეს. სიაში მეორე ადგილზე "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესია (200 მლნ), მესამე კი - ამავე გუნდის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი (135 მლნ).

რეიტინგის ზედა ხუთეულში მოხვდნენ პსჟ-ის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (105 მლნ) და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი უეინ რუნი (103 მლნ).
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგად შეხედე 2015 წლის სტატიაა
giorgi
12:33 03-06-2020
0
ნეიმარი თურმე ბარსაში თმაშობს,ზლატანი პსჟში და რუნი მანჩესტერში.რა მიიღე ამისთნა.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული