უკურნებელი სენით დაავადებულმა "ბრიუგეს" ფანმა ევთანაზია მატჩის გამო გადადო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკურნებელი სენით დაავადებულმა "ბრიუგეს" ფანმა ევთანაზია საყვარელი გუნდის მატჩის გამო გადაავადა. 41 წლის ლორენცო სხუნბარტმა ბოლო ოცნება აისრულა და სიკვდილის წინ "ბრიუგეს" თამაშს დაესწრო.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ლორენცომ 37 ოპერაცია გადაიტანა. ბოლოს ექიმებმა უთხრეს, რომ გამოჯანმრთელების შანსი აღარ ჰქონდა და მას ევთანაზია შესთავაზეს, რაც ბელგიის კანონმდებლობით, დაშვებულია.

"სიკვდილის წინ მინდა, კიდევ ერთხელ ვნახო, როგორ იმარჯვებს ჩემი საყვარელი გუნდი", - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება სხუნბარტმა.

ლორენცო 1-ელ მარტს "ბრიუგე"-"მუსკრონის" მატჩის სანახავად სტადიონზე ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად მივიდა. "ბრიუგეს" გულშემატკივრები მას
ბანერით შეეგებნენ: "შენ არასდროს იქნები მარტო". სხუბარტმა თამაშში ბურთი სიმბოლურად შეიყვანა, შემდეგ კი შეხვედრას თვალი VIP ლოჟიდან ადევნა.

"ბრიუგემ" შეხვედრა ანგარიშით 3:0 მოიგო, ბედნიერმა ფანატმა კი "ტვიტერში" დაწერა: "ჩემი ოცნება ასრულდა, ახლა შემიძლია იმქვეყნად მშვიდად წავიდე".

იმავე დღეს, საღამოს, გულშემატკივრის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ლორენცოს სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული