ფრაზები: მანუელ ნოიერის წითელი ხალიჩა და მწვანე ბალახი

AutoSharing Option
რას ამბობს ნოიერი და რას ამბობენ ნოიერზე, ეკუთვნის თუ არა გერმანელ მეკარეს "ოქროს ბურთი"?

რასაკვირველია, ლიონელ მესიზე და კრიშტიანო რონალდოზე საუბრები ისევ გრძელდება, მაგრამ არც ნეიმარი გამოგვრჩეს, ვისზეც საკუთარ თავზე შეყვარებულ რომარიოს შორსიმამავალი გეგმები და მაღალი წარმოდგენა აქვს.

გავიგებთ იმასაც, თუ როგორი პრიორიტეტები აქვს არიენ რობენს; რის გამო ჩაიდენდა მკვლელობას კრისტიან ვიერი და რა დაუშავა მარუან ფელაინიმ ზვონიმირ ბობანს...

გამონათქვამების მორიგი კრებული ისევ ძალიან დაგაინტერსებთ.

* "მე არ ვარ ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც საცვლებით პოზირებს. წითელი ხალიჩაც არ მიყვარს, მწვანე
ბალახი მირჩევნია. მატჩების მერე დრო ძირითადად გოლებს, საგოლე შანსებსა და პასებს ეთმობა. ფანებს ხშირად ავიწყდებათ მეკარეების "სეივები" და ის, რომ გუნდის სასარგებლოდ რისკზე მივდივარ და ბევრს ვცდილობ" - მანუელ ნოიერი.

* "თუ "ოქროს ბურთს" ნოერი არ აიღებს, გამოდის რომ ამ ჯილდოს უსინათლო ადამიანები ათამაშებენ, რადგან შეუძლებელია, არ დაინახო, რომ მანუელი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, იგი ყველზე სრულყოფილი მეკარეა, ბრწყინვალეა გამოსვლებზე და აქვს შესანიშნავი რეფლექსები. არ არსებობს არაფერი, რის გამოც შეგიძლია გააკრიტიკო" - ამბობს ზეპ მაიერი.

* "ძალან სასიამოვნოა როდესაც გამოგარჩევენ და გაღიარებენ, მაგრამ ამით შეპყრობილი არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები, რადგან ის, რაც მაღელვებს ტიტულებია. არ მიყვარს ჩემი თავის სხვებთან შედარება, მაგრამ რადგან სიტყვამ მოიტანა, ორ მონსტრზე ვსაუბრობთ! ისინი უკვე წლებია, სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობენ და რეალობის მიღმა იმყოფებიან. ისინი ყველაზე წინ არიან" - თქვა არიენ რობენმა, როდესაც იგი ლიონელ მესის დ კრიშტიანო რონალდოს შეადარეს და ამაზე აზრი ჰკითხეს.

* "მე ინტერი მიყვარდა. "ნერაძურის" მაისურისთვის მოვკლავდი, ვარჯიშებზე პირველი მივდიოდი და ბოლო მოვდიოდი. მორატისთანაც განსაკუთრებული, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. დღეში რამდენჯერმე ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ყველაფერზე ვლაპარაკობდით ხოლმე. ასე რომ, ალბათ ხვდებით, როგორი გულდაწყვეტილი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ გუნდი უნდა დამეტოვებინა. ეს ნამდვილი მაფიაა!" - ღიმილით აღნიშნა კრისტიან ვიერიმ.

* "ნეიმარს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მესიზე დიდი ფეხბურთელი გახდეს. მესი უკვე ისტორიაშია და დასასრულისკენ მიდის, ნეიმარს კი უფრო მასშტაბური გავლენის მოხდენა ძალუძს. მესიმ შესაძლოა, მეტ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშოს, ხოლო ნეიმარს წესით, წინ კიდევ სამი ან ოთხი მუნდიალი უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ნაკრებში გატანილ გოლებს, იგი მე გადამასწრებს, თუმცა რომარიო უძლეველია! მან შესაძლოა, 1000-გოლიან ნიშნულსაც მიაღწიოს, მაგრამ რომარიოსნაირი ვერავინ იქნება" - აი, ასე მხიარულად საუბრობს რომარიო საკუთარ თავზე, ნეიმარზე და მესიზე.

* "ტალისკა პორტუგალიში უკვე საოცრდ უყვართ. ბევრი მას "იაია ტალისკას" ეძახის, რადგან ისევე მრავალმხრივი და ტექნიკურია, როგორც ტურე, მაგრამ სათამაშო სტილით უფრო რივალდოს ჰგავს, თანაც ასევე ცაციაა. შეუძლია შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმებით გოლების გატანა" - განაცხადა ნიუტონ მოტამ, რომელიც "ბენფიკას" ახალგაზრდა ბრაზილიელი ახალწვეულითაა აღფრთოვანებული.

* "დარწმუნებული ვარ, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება და "ოქროს ბურთს" მოიგებს. ეს "ბარსელონას" პრეზიდენტსა და ხოსე ანხელ სანჩესს ვუთხარი და მათ იცინეს. ახლა მათ ისე აღარ ეცინებათ!" - თქვა გარეთ ბეილზე მისმა აგენტმა ჯონათან ბარნეტმა.

* რიკარდო კვარეშმა: "კრიშტიანო მსოფლიოში საუკეთესოა. სხვა ბიჭი მის მერე მოდის".

* "ჩვენ ყოველთვის გვყავდა და გვეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ სხვა საკითხია ის, თუ რამდენად ინდომებენ ახლა ისინი, თითქოს, ძველებური ვნება და შემართება აღარ არის. ნაკრების მატჩების ყურებისას, ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოთამაშეებს შედეგი საერთოდ არ აღელვებთ" - თქვა ნიგერიული ფეხბურთის ისტორიაში ერათ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ჯეი-ჯეი ოკოჩამ.

* რობერტო ფირმინო: "როდესაც ნაკრებში გამომიძახეს, ორი კვირა არ მეძინა. დებიუტი და გოლის გატანაც უნიკალური ემოცია იყო. ახლა ალბათ კიდევ ერთი თვე ვერ დავიძინებ".

* "ფელაინის არ შეუძლია თამაში. სერიოზულად, უბრალოდ არ შეუძლია, თამაში არ იცის. ვერ ვიგებ რატომ არ თამაშობს მის ნაცვლად რაჯა ნაინგოლანი" - ხორვატ ზვონიმირ ბობანს მარუან ფელაინი აშკარად არ ესიმპათიურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული