ეგვიპტეში გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების ნებას რთავენ

AutoSharing Option
ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივართა დასწრებაზე აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2012 წლიდან მოქმედებდა.

აკრძალვა პორტ-საიდში დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1-ელ თებერვალს, "ალ ნასრისა" და "ალ აჰლის" შეხვედრაში ფანატების დაპირისპირება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300-მდე გულშემატკივარმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

"ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი შეთანხმდნენ, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრები
დაუშვან", - ნათქვამია ასოციაციის განხადებაში.

ახალი წესებით, ქაიროსა და ალექსანდრიაში გამართულ თამაშებზე დასწრების უფლება მხოლოდ 10 ათასამდე ქომაგს ექნება, ნაკლებად ტევად სტადიონებზე კი, მაქსიმუმ, 5 ათასამდე გულშემატკივარს დაუშვებენ. ამასთან, ეგვიპტის ექვს წამყვან საფეხბურთო კლუბს კვლავაც ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოუწევს თამაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული