შესაძლოა, ზეპ ბლატერმა ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში თავისი კანდიდატურა არ წამოაყენოს

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ორგანიზაციის შიგნით საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, რომელიც ფიფას პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებში მისი კანდიდატურის დაყენების მიზანშეწონილობას ეხებოდა.

კულუარული ინფორმაციით, შეხვედრებზე ბლატერმა აღნიშნა, რომ დაიღალა სკანდალებისგან, დაძაბული სამუშაო გრაფიკითა და გამოძიებებით, რომლებიც მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატებს უკავშირდება. თუმცა, ფიფას ამჟამინდელ პრეზიდენტს თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

როგორც ირკვევა, 78 წლის შვეიცარიელი ფუნქციონერი თავისი გეგმების შესახებ 2015 წლის იანვრის ბოლომდე გამოაცხადებს. მომავალი არჩევნებისთვის კანდიდატურის წარდგენის ვადა 29 იანვარს იწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული