2014 წლის საუკეთესო გუნდის ნახევარმცველთა ნომინანტები ცნობილია

AutoSharing Option
ფიფამ, FIFPro-სთან ერთად, 2014 წლის საუკეთესო გუნდში მოსახვედრად ნახევარმცველთა კანდიდატები დაასახელა.

ნომინანტთა შორის არიან: ხაბი ალონსო, ბასტიან შვაინშტაიგერი (ორივე - "ბაიერნი"), ანხელ დი მარია ("მანჩესტერ იუნაიტედი"), სესკ ფაბრეგასი, ედენ აზარი ( ორივე - "ჩელსი"), ჩავი, ინიესტა (ორივე - "ბარსელონა"), ტონი კროოსი, ხამეს როდრიგესი, ლუკა მოდრიჩი (სამივე - "რეალი"), მესუთ იოზილი ("არსენალი"), ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი, პოლ პოგბა (სამივე - "იუვენტუსი"), იაია ტურე ("მანჩესტერ სიტი").

ფიფა 2014 წლის საუკეთესო გუნდს 2015 წლის 12 იანვარს დაასახელებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
პირლო!!!!
темо
10:17 29-11-2014
0
დიმარია ან ტურე
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული