ალესანდრო ნესტა კარიერის განახლებას აპირებს

AutoSharing Option
ლეგენდარული იტალიელი მცველი ალესანდრო ნესტა საფეხბურთო კარიერას განაახლებს.

5 დეკემბერს 38 წლის ფეხბურთელი ინდოეთის სუპერლიგის კლუბ "ჩენაის" შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს, სადაც სეზონის დარჩენილ ნაწილს გაატარებს.

ნესტა გუნდში ტრავმირებულ ჯონ სტივენ მენდოს შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერა გასული წლის დეკემბერში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ "ჩენაის" რიგებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც ელანო, ერიკ ჯემბა-ჯემბა, მიკაელ სილვესტრია, ხოლო გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი მარკო მატერაცია.

მომზადებულია Zee News-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული