შვეიცარიულმა კლუბმა საშინაო მარცხის შემდეგ გუნდიდან 11 ფეხბურთელი გააგდო

AutoSharing Option
შვეიცარიის მეოთხე დივიზიონის კლუბის, "გრენხენის" სპორტულმა დირექტორმა რენატო ბრუნმა "ლუცერნის" ახალგაზრდულ გუნდთან მარცხის შემდეგ თავი ვერ შეიკავა და ფეხბურთელებს დაერია.

"გრენხენი" შინ ანგარიშით 0:10 დამარცხდა. გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ერთბაშად 11 ფეხბურთელს გაუწყვიტა კონტრაქტი.

"კლუბში სპორტულ დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ და როცა საქმეები ცუდად მიდის, მოქმედებაა საჭირო. მე იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც ცოტას საუბრობენ და ბევრს აკეთებენ", - თქვა რენატო ბრუნმა.

აი, რაც შეეხება მწვრთნელს, მისი გუნდში დარჩენის საკითხი ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული