ფათიჰ თერიმს ნაკრებში მეტი ნატურალიზებული ფეხბურთელი სურს

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი ინიციატივით გამოდის, რომ ნაკრებში მეტი ნატურალიზებული ფეხბურთელი გამოჩნდეს და მაგალითად გერმანია მოჰყავს...

"დააკვირდით გერმანელებს. თუ ადრე მათ ნაკრებში 5-6 ნატურალიზებული ფეხბურთელი იყო, ახლა მათი რიცხვი 8-9-მდე გაიზარდა.

უცხოელები ჩვენც უნდა მოვიწვიოთ. გვჯერა ადგილობრივი მოთამაშეების, მაგრამ შანსი იმათაც უნდა მივცეთ, ვისაც ჩვენს ნაკრებში თამაში უნდა. თუ ვინმე თავს თურქად გრძნობს, ის თურქია" - აღნიშნა თერიმმა.

ვნახოთ, რა გამოხმაურება მოჰყვება "იმპერატორის" სიტყვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ