უკრაინელი მსაჯი მატჩის დღეს ისე დათვრა, მოედანზე ვერ გავიდა

AutoSharing Option
უკრაინის მსაჯთა კორპუსის კურატორმა პიერლუიჯი კოლინამ გადაწყვიტა, სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯოს ამ ქვეყნის არბიტრი ანდრეი კუზმინი.

ამის მიზეზი მსაჯის ალკოჰოლისადმი გადაჭარბებული სიყვარული გახდა...

საქმე კი ასე "გასკდა": უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში ანდრეი "ტავრია"-"ზარაიას" თამაშზე დანიშნეს, თუმცა ეს შეხვედრა სულ სხვამ, ოდესელმა ანდრეი ლისაკოვსკიმ განსაჯა.

მსაჯის შეცვლის მიზეზი ის იყო, რომ ბატონი კუზმინი მატჩის დღეს "გალეწილი" მთვრალი იყო და მცირე შანსიც კი არ იყო იმისა, მწვანე გაზონზე თავისი ფეხით გასულიყო.

ჰოდა, ეს რომ გაიგო წარსულში ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა, ისე გაბრაზდა, რომ
მოქეიფე ანდრეი სამუდამოდ ჩამოაშორა კორპუსს.