ჯოვანი ტრაპატონი: 100 მილიონი არც ერთი ფეხბურთელი არ ღირს

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების იტალიელი თავკაცი ჯოვანი ტრაპატონი ამბობს, რომ თანამედროვე ფეხბურთში ზოგიერთი ვარსკვლავის სანაცვლოდ მეტისმეტად დიდ ფულს იხდიან.

უფრო კონკრეტულად, "ტრაპი" გააოცა გარეთ ბეილის სანაცვლოდ შეთავაზებულმა წინადადებამ - მადრიდის "რეალი" უელსელში "ტოტენჰემს" 100-120 მილიონ ევროს უხდის.

"ჩემი აზრით, დედამიწის ზურგზე არავინ ღირს ამდენი, არც ერთი ფეხბურთელი. არ შეიძლება, ბეილი ღირდეს 100 მილიონი ევრო. ერთი ფეხბურთელი ვერ მოიგებს თამაშს, ეს გუნდური სახეობაა.

ჩემი აზრით, 100 მილიონი ევრო ისეთი დიდი ფეხბურთელები არ ღირს, როგორებიც ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო, პელე და იოჰან კრუიფია. თითოეულ
მათგანს სჭირდებოდა და სჭირდება გუნდი წარმატების მისაღწევად.

"იუვენტუსში" როცა ვმუშაობდი, კლუბს ჯანი ანიელი ფლობდა. მას ფული არ აკლდა, მაგრამ ისიც კი ამბობდა, რომ ფეხბურთელში გარკვეულ თანხაზე მეტის გადახდა არ შეიძლება"
, - განაცხადა ტრაპატონიმ.

ასევე იხილეთ:
ანალიზი: დიადი ტაქტიკები ზეპ ჰერბერგერიდან ხოსეპ გვარდიოლამდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული