ჭყლეტა მუნდიალის ფინალის მასპინძელ სტადიონზე

AutoSharing Option
ორი წამყვანი სამხრეთაფრიკული გუნდის - "კაიზერ ჩიფსისა" და "ორლანდო პაირეტსის" ამხანაგური მატჩის დროს ტრაგედია მოხდა - ჭყლეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, - წერს ბრიტანული Sky.

ინციდენტი მოხდა იოჰანესბურგში იმ სტადიონზე, რომელზეც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.

როგორც ირკვევა, ჭყლეტის მიზეზია - გადამყიდველები, რომლებმაც ყალბი ბილეთები გაყიდეს და გულშემატკივრები, რომლებიც ამ ბილეთების სტადიონზე შევიდნენ.

სამხრეთ აფრიკაში მომხდარი კიდევ ორი დიდი საფეხბურთო ტრაგედიაც "კაიზერსა" და "ორლანდოს" შორის მატჩებს უკავშირდება. 1991 წელს, სტადიონზე დაიღურა 42 ადამიანი,
2001 წელს - 43.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული