"სიტიმ" "რეალს", "ბარსამ" "იუნაიტედს", "იუვემ" პსჟ-ს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გუშინდელი თამაშებიდან ყველაზე მოულოდნელი ანგარიშით "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება დასრულდა. "ქალაქელთა" მოგება სენსაცია არ ყოფილა, მაგრამ დაფიქსირებული სხვაობა ნამდვილად მოულოდნელი იყო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, პეპ გვარდიოლას გუნდი, ოტამენდის, სტერლინგის, სტოუნსისა და დიასის გოლებით, 4:0 დაწინაურდა. ესპანელთა მხრიდან პრესტიჟის ბურთი არნაის ოსკარმა გაიტანა. 19 წლის ნახევარმცველს ეფექტური გოლი გამოუვიდა - მან დაახლოებით 35 მეტრიდან მოჭრილი დაარტყა და ბურთი მანჩესტერელთა კარის ზედა კუთხეში მოათავსა.

"სიტისა" და "რეალის" დაპირისპირებამდე, მანჩესტერული და ესპანური გრანდების კიდევ ერთი დაპირისპირება გაიმართა,
რომელიც უკვე ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა.

ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონა" ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ნეიმარმა გაიტანა, რომელმაც მეტოქე მცველის შეცდომით ისარგებლა.

ბრაზილიელი, რომლის მომავალიც კვლავ გაურკვეველია, "ბარსელონას" მიერ ამხანაგურ ტურნირზე გატანილი სამივე გოლის ავტორი და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

დღის ყველაზე დაძაბული შეხვედრა "პარი სენ ჟერმენსა" და "იუვენტუსს" შორის გაიმართა. ტურინელებმა წინ გასვლა 3-ჯერ მოახერხეს, პარიზელებმა კი მხოლოდ 2-ჯერ გაათანაბრეს. მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან თავი იგუაინმა და ორჯერ მარკიზიომ გამოიჩინეს, უნაი ემერის გუნდიდან კი - გუედეშმა და პასტორემ.

ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი 1:0

ბარსელონა: სილესენი, სემედუ (ვიდალი 46), მასკერანო (პიკე 46), უმტიტი (ვერმალენი 46), ალბა (დინი 46), რაკიტიჩი (დენის სუარესი 46), ბუსკეტსი (ს. რობერტო 46/სამპერი 85), ალენია (ინიესტა 46), მესი (თურანი 46), სუარესი (ალკასერი 46), ნეიმარი (მუნირი 46)
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა (რომერო 46), ვალენსია (ტუანზებე 84), ლინდელიოფი (ბაილი 46), სმოლინგი (ჯონსი 46), ბლინდი (დარმიანი 46), პოგბა, კერიკი (ფელაინი 46), ლინგარდი (მარსიალი 62), მხითარიანი (პერეირა 62), ლუკაკუ, რაშფორდი
გოლი: 1:0 ნეიმარი 31

Sportall.Ge

პსჟ-იუვენტუსი 2:3

პსჟ: არეოლა (დეშამი 61), მონიე (ალვეში 46), სილვა (მარკინიოსი 46), კიმპემბე, ბერჩიჩე (კურზავა 46), ვერატი (ლო ჩელსო 46), მოტა (კალეგარი 46), მატუიდი (ნკუნკუ 46), ლუკასი (გუედეში 46), კავანი (ხესე 46), დი მარია (პასტორე 61)
იუვენტუსი: ბუფონი (პინსოლიო 65), ლიხტშტაინერი (ასამოა 46), ბენატია (დე შილიო 46), კიელინი (ბარძალი 6), ალექს სანდრო (მანდაგორა 46), ბენტანკური (რინკონი 46), ხედირა (პიანიჩი 46), კუადრადო (სტურარო 46), დიბალა (კალიგარა 46), მანჯუკიჩი (კინი 46), იგუაინი (მარკიზიო 46)
გოლები: 0:1 იგუაინი 45, 1:1 გუედეში 53, 1:2 მარკიზიო 62, 2:2 პასტორე 80, 2:3 მარკიზიო 89 (პენ)


მანჩესტერ სიტი-რეალი 4:1

მანჩესტერ სიტი: ედერსონი (გრიმშოუ 80), ოტამენდი (ადარაბიოიო 80), კომპანი (მანგალა 46), სტოუნსი, უოკერი (დუჰენი 70), დე ბრუინი (ზინჩენკო 69), ტურე (რობერტსი 80), ფოდენი (ნასრი 46), დანილო (სანე 80), ჟეზუსი (დიასი 69), აგუერო (სტერლინგი 46)
რეალი: ნავასი (კასილია 46), კარვახალი (ტეხერო 62), ვარანი (ვალიეხო 62), ნაჩო (ასენსიო 62), მარსელო (ჰაკიმი 62), მოდრიჩი (არნაის ოსკარი 62), კაზემირო (ერნანდესი 62), კოვაჩიჩი (ლუკასი 62), ისკო (სებალიოსი 62), ბეილი (ლიორენტე 61), ბენზემა (მაიორალი 62)
გოლები: 1:0 ოტამენდი 52, 2:0 სტერლინგი 59, 3:0 სტოუნსი 67, 4:0 დიასი 82, 4:1 არნაის ოსკარი 90

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული