"სიეტლმა" MLS-ის ისტორია გადაწერა - მოგება 0:3-დან

AutoSharing Option
"სიეტლი" MLS-ის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 0:3 ჩამორჩენის მიუხედავად, 3 ქულის აღება მოახერხა.

დღეს დილით, ლიდერის, კლინტ დემპსის გარეშე მოთამაშე "სიეტლი" "DC იუნაიტედს" მასპინძლობდა და 50-ე წუთზე უკვე 0:3 აგებდა.

ბრაიან შმეტცერის გუნდს, მიმდინარე სეზონში, 3-ბურთიანი ჩამორჩენა უკვე აღმოფხვრილი ჰქონდა. აპრილში, "სიეტლმა" "ნიუ ინგლენდთან" 3:3 ითამაშა.

ამჯერად, "სოუნდერსმა" კიდევ უფრო იყოჩაღა - 27-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა და 3 ქულა აიღო.

MLS-ში, აქამდე, 4916 თამაში იყო ჩატარებული და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გუნდმა, 0:3 ჩამორჩენის მიუხედავად, თამაში
ძირთად დროში მოიგო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული