"მილანმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასი წაგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშებამ სტარტი "მილანისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირებით აიღო.

ამხანაგური ტურნირი, 18-30 ივლისს, აშშ-ში, სინგაპურსა და ჩინეთში გაიმართება. პირველ შეხვედრას ჩინეთმა უმასპინძლა და ამ მატჩში გერმანულმა "დორტმუნდმა" იტალიური "მილანი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

გერმანული გუნდი მეტოქეზე, რომელსაც რამდენიმე ახალწვეული აკლდა, აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. პეტერ ბოსის გუნდი, მე-20 წუთისთვის, ნური შაჰინისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლებით, უკვე 2:0 იგებდა. 24-ე წუთზე, ბაკამ, ეფექტური შორეული დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 62-ე წთუზე, ობამეიანგმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

"დორტმუნდი", საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე,
მეტ თამაშს აღარ ჩაატარებს, "მილანი" კი, 22 ივლისს, "ბაიერნს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დაადგა საშველი ამ ლეგენდა კლუბის გუნდად ჩამოყალიბებას. სად კრებენ ამ ნახირსსაინტერესოა. წელს მაინც ამდენი ფული დახარჯეს. შემთხვევით ამათაც რომან ფიფია ხომ არ პატრონობს.
................
11:33 19-07-2017
0

სიახლეები პოპულარული