ჯიბრილ სისე - დაბრუნება 2 წლის შემდეგ და ჰეთ თრიქი

AutoSharing Option
ცნობილმა ფრანგმა თავდამსხმელმა, ჯიბრილ სისემ, საფეხბურთო კარიერა 2-წლიანი პაუზის შემდეგ განაახლა და პირველივე მატჩში ჰეთ თრიქი გაიფორმა.

სისეს ფეხბურთი 2015 წლის მაისის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. 34 წლის ასაკში, მან აქტიურ სპორტს თავი ტრავმის გამო დაანება.

მიმდინარე წლის 4 ივლისს, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კონტრაქტი შვეიცარიის რანგით მე-3 ლიგაში მოთამაშე "ივერდონთან" გააფორმა.

სისემ პირველი ამხანაგური თამაში "ფრიბურთან" ჩაატარა. მისმა გუნდმა 4:0 მოიგო, თავად ფეხბურთელმა კი თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

ჯიბრილ სისეს "ოსერში", "ლივერპულში", "მარსელში", "სანდერლენდში", "პანათინაიკოსში", "ლაციოსა" და "ქუინს პარკ რეინჯერსში"
უთამაშია. 2002-2011 წლებში, საფრანგეთის ნარკების მაისურით მან 41 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული