ტრაგედია სენეგალში - სტადიონის კედლის ნგრევას 8 გულშემატკივარი ემსხვერპლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სენეგალის დედაქალაქ დაკაში საფეხბურთო მატჩისას ტრაგედია დატრიალდა. სათასო დაპირისპირების დროს "დემბა-დიოპის" სტადიონის კედელი ჩამოინგრა, რის გამოც 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ერთმანეთს "სტად დე მბური" და "უნიონ უაკამი" ხვდებოდნენ. დამატებით დროში "სტად დე მბურმა" 2:1 იმარჯვა. საფინალო სასტვენს დაპირისპირებული ქომაგებისა და პოლიციის შეტაკება მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა, რამაც ტრიბუნებზე პანიკა გამოიწვია. სწორედ ამ დროს ჩამოიქცა ერთ-ერთი კედელი. 60 ადამიანამდეა დაშავებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული