15-16 ივლისი - ტრანსფერების მიმოხილვა

AutoSharing Option
გასული უქმეები ტრანსფერების სიმრავლით არ გამოირჩეოდა, მაგრამ კლუბებმა რამდენიმე საინტერესო გარიგება მაინც დადეს.

2 დღის განმავლობაში სულ 241 ტრანსფერი განხორციელდა და დაახლოებით 102 მილიონი ევრო დაიხარჯა.

ყველაზე გამორჩეული ტრანსფერი ტიემუე ბაკაიოკოს "მონაკოდან" "ჩელსიში" გადასვლაა. 22 წლის ნახევარმცველი ლონდონელებს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ერთადერთი დღე, როდესაც მთელს მსოფლიოში 100 ტრანსფერზე ცოტა განხორციელდა, 16 ივლისია. თუმცა, 63 გარიგებიდან რამდენიმე საინტერესო იყო.

წარუმატებელი ერთწლიანი ინგლისური კარიერის შემდეგ, ნოლიტო ესპანეთში დაბრუნდა. 30 წლის თავდამსხმელში "სევილიამ" "მანჩესტერ სიტის" 9 მილიონი ევრო
გადაუხადა.

აღსანიშნავია "მილანის" მორიგი შენაძენი. "როსონერიმ" "ლაციოდან" 31 წლის ნახევარმცველი ლუკას ბილია 17 მილიონად დაიმატა.

ესპანური ფეხბურთის რეკორდსმენი დიეგო ალვესი სამშობლოში დაბრუნდა. 32 წლის მეკარე, რომელსაც ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი, 22 თერთმეტმეტრიანი აქვს მოგერიებული, "ფლამენგოში" ითამაშებს. "ვალენსიამ" ის 300 ათას ევროდ დათმო.

ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა თურქი ნახევარმცველის, ჯენგიზ უნდერის თურქული "ბაშაქშეჰირიდან" "რომაში" 13 მილიონად გადასვლა და გამოცდილი ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, მარიანოს "სევილიადან" "გალათასარაიში" 5 მილიონად ტრანსფერი.

რაც შეეხება არენდებს: "ჩელსიმ" 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი პსვ-ში უკვე მესამედ გაანათხოვრა. "მილანმა" კი, ანდრეა ბერტოლაჩი "ჯენოაში" ერთი წლით გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული