"აიაქსის" ახალგაზრდა ფეხბურთელს ტვინის უკურნებელი დაავადება დაუდგინეს

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" ნიჭიერ ნახევარმცველს, აბდელჰაკ ნურის ტვინის სერიოზული და უკურნებელი დაავადება დაუდგინდა.

ნურის ავადმყოფობამ თავი 8 ივლისს, "აიაქსსა" და "ვერდერს" შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში იჩინა. მატჩის 72-ე წუთზე, 20 წლის ნახევარმცველი მოედანზე დაეცა. ის უახლოეს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

თამაშის შეწყვეტითა და "აიაქსის" მომდევნო ამხანაგური შეხვედრის გაუქმებითაც ნათელი იყო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მდგომარეობა მძიმე იყო. არადა, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

დღეს "აიაქსმა" სამწუხარო ინფორმაცია დაადასტურა - აბდელჰაკ ნურის ტვინის სერიოზული და უკურნებელი დაავადება აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული